კიევში, სახლების სახურავებზე სნაიპერები განთავსდნენ (+LIVE)

 კიევში, სახლების სახურავებზე სნაიპერები განთავსდნენ (+LIVE)

უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გრუშევსკის ქუჩაზე მდებარე სახლების სახურავებზე სნაიპერები განთავსდნენ.

კიევში დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის ამ დრომდე გრძელდება დაპირისპირება. მომიტინგეები "ბერკუტს" ქვებს უშენენ, რაზეც სამართალდამცავები ხმოვანი ყუმბარების სროლით პასუხობენ.

უკრაინული მედიის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის შენობასთან თითქმის 65 ავტობუსია, რომელშიც "ბერკუტის" წევრები იმყოფებიან. ამასთან, მინისტრთა კაბინეტის შენობასთან სამხედრო ტექნიკის 20-მდე ერთეულია განთავსებული.

უმაღლესი რადას შენობასთან კი 20 ავტობუსი დგას, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იმყოფებიან. რადას შენობასთან ასევევ სამხედრო ტექნიკის 10 ერთეულია განთავსებული.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა