ნანა ნებიერიძის ცხოვრებისეული სურპრიზები

ნანა ნებიერიძის ცხოვრებისეული სურპრიზები

სპორტსმენი ნანა ნებიერიძე ფართო საზოგადობამ პროექტიდან, "ცეკვავენ ვარსკვლავები" გაიცნო. აქტიურ სპორტულ ცხოვრებას რამდენიმე წელია, თავი დაანება. ეს ლამაზი და გემოვნებიანი ქალბატონი ცხოვრებისეულ სიურპრიზებსა და გამოწვევებს არ ერიდება, ყველაფერს სპორტული ჟინით უმკლავდება. ცეკვა არ იცოდა და იცეკვა, მსახიობი არ გახლავთ და მაინც - სცენაზე ითამაშა. მიაჩნია, რომ 2013 მისთვის კარგი წელი იყო და იმედი აქვს, რომ 2014-შიც მრავალ სასიამოვნო შემოთავაზებას მიიღებს.

- ახალ წელს როგორ შეხვდით?

- ძალიან მიყვარს ახალი წელი. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის ბოლოს დატვირთული დღის რეჟიმი მქონდა და შესაბამისად, გადაღლილიც ვიყავი, საახალწლო განწყობილება მაინც არ დამიკარგავს. დამდეგს შინ, ოჯახის წევრებთან ერთად, დიდი ენერგიითა და კარგი განწყობილებით შევხვდი. 2013 წელი სიურპრიზებით აღსავსე იყო ჩემთვის. წარმატებული გამოსვლა მქონდა პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები", მაგრამ ყველაზე ლამაზი სიურპრიზი სპექტაკლში - "ყინულის დედოფალი" მთავარი როლის შესრულება გახლდათ. მინდა, 2014 წელი ჩემთვის ისეთივე კარგი იყოს, როგორიც 2013 გახლდათ. მზად ვარ და ველოდები ახალ შემოთავაზებებს სხვადასხვა პროექტიდან.

- "ფეისბუკზე" ბევრი სურათი გიდევს. გეტყობა, რომ ფოტოკამერის წინ პოზირება მოგწონს.

- ძალიან მიყვარს როგორც პროფესიული, ასევე ჩვეულებრივი სურათების გადაღება. ბოლოს და ბოლოს, მათზე ხომ ჩვენი ცხოვრების სასიამოვნო წუთები აღიბეჭდება. ასევე მიყვარს კამერებთან მუშაობა. ასეთ დროს თავს ძალიან კომფორტულად და ლაღად ვგრძნობ. გარდა იმისა, რომ სურათები "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე მიდევს, საოჯახო ალბომიც მაქვს.

- მაშინ, თვალი გადავავლოთ თქვენს საოჯახო ალბომს. მომიყევით, როგორი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! იყავით?

- მშობლების წყალობით, ბედნიერი და კარგი ბავშვობა მქონდა. ძალიან ცელქი და აქტიური გახლდით, ენერგიული, სულ აქეთ-იქით დავხტოდი. ჰოდა, სიცელქის გამო, მშობლებს ბევრჯერ დავუსჯივარ. მუხლები სულ გადატყავებული მქონდა. აი, ამ ფოტოზე 5 წლის ვარ და მე მგონი, მეტყობა, როგორი ცელქიც ვარ (იცინის).

- პრანჭია არ იყავით?

- არა, პრანჭია არასდროს ვყოფილვარ. ბავშვობიდან სპორტით ვიყავი დაკავებული და აქედან გამომდინარე, გამუდმებით სპორტულად მეცვა, გაპრანჭვაზე არც ვფიქრობდი. სპორტის გარდა, მუსიკაზეც დავდიოდი, კერძოდ - ფორტეპიანოზე. ვინაიდან ძალიან ნიჭიერი გახლდით, მესამე კლასიდან ეგრევე მეხუთეში გადამიყვანეს.

- მშობლებზე მიამბეთ...

- მამაჩემი - იური ნებიერიძე ცნობილი სპორტსმენი და მწვრთნელია ძალოსნობაში. მას არაერთი ნიჭიერი თაობა ჰყავს აღზრდილი. ახლა 68 წლის არის და არ მუშაობს, შვილიშვილების აღზრდითაა დაკავებული. დედა - ალა ნებიერიძე-კალაგინა წარმატებული სპორტსმენია. საქართველოს ჩემპიონია წყალში ხტომაში. მყავს ერთი და-ძმა. მათ თავიანთი ოჯახები აქვთ და ხშირად ვიკრიბებით ხოლმე. აი, ამ ფოტოზე დედასთან და და-ძმასთან ერთად ვარ. ჩემთვის ეს ერთ-ერთი საყვარელი ფოტოსურათია.

- ალბათ მშობლებმა მოახდინეს თქვენს პროფესიულ არჩევანზე გავლენა, არა?

- რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს, მაგრამ ნიჭი და მონდომება რომ არ მქონოდა, წარმატებას ვერ მივაღწევდი. აი, ამ სურათზე 12 წლის ვარ. ეს ფოტო ვენაშია გადაღებული. აქ თანაგუნდელ ანა როსტიაშვილთან ერთად ვარ. მაშინ პირველად გავემგზავრე საზღვარგარეთ, სადაც გაიმართა საერთაშორისო ტურნირი წყალში ხტომაში.

- პირველ წარმატებას რა ასაკში მიაღწიეთ?

- 12 წლის გახლდით, როცა ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირში მივიღე მონაწილეობა და მესამე ადგილი დავიკავე. აი, ეს ფოტო სწორედ იმ პერიოდშია გადაღებული. აქ თანაგუნდელ დიანა მჭედლიძესთან ერთად ვარ.

- შეჯიბრებებზე მშობლები დაგყვებოდნენ?

- არა, ყველგან მარტო, მშობლების გარეშე დავდიოდი. ძალიან რთულია, როცა პატარა გოგო ისე შრომობ, როგორც დიდი ადამიანი. დღეში 8 საათის განმავლობაში ვვარჯიშობდი. ამას ისიც ემატებოდა, რომ ოჯახს მოწყვეტილი ვიყავი, მაგრამ ჩემი საქმე ისე მიყვარდა, ყველაფერს ვითმენდი. 14 წლისა ევროპის ჩემპიონი გავხდი. მაშინდელი განცდა არასოდეს დამავიწყდება.

- სკოლის დამთავრების შემდეგ გოგონების უმრავლესობა იმიჯს იცვლის. თქვენ რა შეიცვალეთ?

-

სპორტით ისე ვიყავი გატაცებული, რომ იმიჯსა და მსგავს რაღაცებზე ნამდვილად არ ვფიქრობდი. სკოლის დამთავრების შემდეგ სტუდენტი გავხდი და მაშინაც სპორტულად, მოკრძალებულად ჩაცმული დავდიოდი. დროთა განმავლობაში გემოვნება შემეცვალა და ადრე თუ მარტო სპორტული სტილის სამოსს ვატარებდი, ახლა ჩემს გარდერობში კლასიკური ტანსაცმელიც გაჩნდა. ასევე მიყვარს ორი სტილის სამოსის ერთმანეთთან შეთავსება. სამოსს იმისდა მიხედვით ვირჩევ, თუ სად მივდივარ.

- ყოველთვის გემოვნებით გაცვიათ. საინტერესოა, ჩაცმასთან დაკავშირებით ვის აზრს ითვალისწინებთ?

- დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. ყოველთვის ვიცვამ იმას, რაც მომწონს და მიხდება. არ აქვს მნიშვნელობა, სამოსი ცნობილი დიზაინერის მიერ არის შექმნილი თუ - არა. ძალიან მიყვარს შოპინგი როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მაღაზიებში სიარულით არასდროს ვიღლები... და კიდევ, გეტყვით იმასაც, რომ ჩემი შვილის და საყვარელი ადამიანის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ.

- მაკიაჟი პირველად რა ასაკში გაიკეთეთ?

- 19 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. ჰოდა, სწორედ ამ პერიოდიდან დავიწყე მაკიაჟის გაკეთება. მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟს ხშირად არ ვიყენებ. ბუნებრიობა ყველაფერს მირჩევნია. ტელევიზიაში მუშაობის პერიოდშიც კი ბუნებრივ მაკიაჟს მიკეთებდნენ. ჩემთვის მთავარი სახის კანის მოვლაა: დავდივარ კოსმეტოლოგთან, ვიკეთებ ნიღბებს და რაც ყველაზე მთავარია, - არ მაქვს მავნე ჩვევები: არ ვეწევი სიგარეტს და არ ვსვამ ალკოჰოლურ სასმელს. ხომ იცით, სიგარეტი და ალკოჰოლი სახის კანს დიდ ზიანს აყენებს.

- თმა რა ასაკში შეიღებეთ?

- 32 წლის ვიყავი, როცა თმის შეღებვა გადავწყვიტე. ვარცხნილობასაც იშვიათად ვიცვლი.

- გარეგნობაში რაიმეს შეცვლა არას­დროს გიფიქრიათ?

- ჯერ არაფერი მაქვს შესაცვლელი, მაგრამ დროთა განმავლობაში საკუთარ გარეგნობაში რაიმე თუ არ მომეწონება, დახმარებას აუცილებლად ვთხოვ პროფესიონალს.

- პირველი ოჯახი დაგენგრათ. ამას ხომ არ ნანობთ?

- სიყვარულით გავთხოვდი, თან - ამ სიყვარულის ნაყოფი ანუ შვილი, ნინა ჯაფარიძე მყავს. ჰოდა, მას რომ ვუყურებ, როგორ შეიძლება, რაიმე ვინანო?!

- შვილზე მომიყევით რამე...

- ნინაზე ვგიჟდები. ის ძალიან კარგი ადამიანი და კარგი შვილია. სტუდენტი გახლავთ, ჟურნალისტიკაზე სწავლობს. ცოტა ხნის წინ, თავისი და ჩემი ბავშვობის სურათები გააერთიანა. მასთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო მიყვარს.

- ეს "ფორტ ბოიარდში" გადაღებული ფოტოა. ვხედავ, ცხოვრებაში ექსპერიმენტებს არ ერიდებით...

- დიახ, ასეა. მიყვარს ექსპერიმენ­ტები! ადამიანმა საკუთარი შესაძლებლობები ყველაფერში უნდა გამოცადოს. ტელევიზიაში წამყვანად ვმუშაობდი, რეკლამაშიც გადამიღეს... რაც შეეხება "ბოიარდს", იქაურობა არასდროს დამავიწყდება. ძალიან კარგი დრო იყო და სხვათა შორის, მაშინ "მის ბოიარდის" ტიტულიც კი მომანიჭეს.

- ფართო საზოგადოებამ პროექტიდან - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გაგიცნოთ.

- ძალიან მიყვარს ეს პროექტი. ყველა საქმეს გულიანად ვაკეთებ და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. ასე ვიყავი "ცეკვავენ ვარსკვლავებშიც". ვცდილობდი, თითოეული ცეკვა კარგად გამომსვლოდა.

- 2013 წლის ბოლოს მსახიობობაც კი შეითავსეთ. "ყინულის დედოფალში" მთავარი როლი შეასრულეთ.

- მსახიობობა ჩემი ბავშვობის დრო­ინდელი ოცნება იყო. ისე მომეწონა სცენა, რომ კიდევ რომელიმე სპექტაკლში სიამოვნებით ვითამაშებდი. რაც შეეხება "ყინულის დედოფალს" - ეს ჩემთვის მოულოდნელი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! იყო. თავიდან დავიბენი და ვიფიქრე: პროფესიონალ ხალხთან ერთად როგორ უნდა ვიმუშაო-მეთქი?! მაგრამ იმდენად კარგი შემოქმედებითი ჯგუფი იყო, რომ ყველაფერში მეხმარებოდნენ. მათგან ბევრი რამ ვისწავლე. რაც მთავარია, კარგი მეგობრები შევიძინე.

- როგორც ვიცი, შეყვარებული ხართ. დრო პირადი ცხოვრებისთვის თუ გრჩებოდათ?

- მართლაც ძალიან დაკავებული ვიყავი და დრო არაფრისთვის და არავისთვის მქონდა. ახლა კი პირიქით - საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო მაქვს და ყველასთვის მოვიცალე (იღიმის).

- მას არ სწყინდა, თქვენი ნახვა იშვიათად რომ უწევდა?

- პირიქით - ყველანაირად მეხმარებოდა, მხარში მედგა. რაც მთავარია, ის ამაყობს ჩემით.

- ახლო მომავალში დაქორწინებას ხომ არ აპირებთ?

- დრო გვიჩვენებს, ჩვენს ცხოვრებაში რა და როგორ მოხდება. პირადად მე, დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ხვალ რა იქნება, მხოლოდ უფალმა იცის.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება