თამუნა მუსერიძე ნაცემ ქართველ მომღერლებსა და სტრიპტიზის მოცეკვავეებზე

თამუნა მუსერიძე ნაცემ ქართველ მომღერლებსა და სტრიპტიზის მოცეკვავეებზე

ჟურ­ნა­ლის­ტი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე ერ­თ­დ­რო­უ­ლად სამ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობს, მაგ­რამ ცდი­ლობს არც ოჯახს მო­აკ­ლოს ყუ­რადღე­ბა. თუ რა­ტომ ეხ­ვე­ვა მუდ­მი­ვად სკან­და­ლებ­ში, ამა­ზე ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის ნა­ამ­ბო­ბი­დან შე­იტყობთ:

- ნათ­ქ­ვა­მია, გა­ჭირ­ვე­ბა მაჩ­ვე­ნე და გაქ­ცე­ვას გაჩ­ვე­ნე­ბო, ზუს­ტად ასეა ჩე­მი საქ­მე. რო­ცა სხვა გზა არ გაქვს, გა­ნუწყ­ვეტ­ლივ უნ­და იმუ­შაო. მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მე და­მა­საქ­მა, მარ­თა­ლია, ბევრს ვმუ­შა­ობ, მაგ­რამ ნორ­მა­ლუ­რი ანაზღა­უ­რე­ბაც მაქვს. ცო­ტა ხნის წინ სა­ინ­ტე­რე­სო, ფი­ნან­სუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბა მი­ვი­ღე და ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა.

- საკ­მა­ოდ სკან­და­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ, რო­გორც ჩანს, გი­ზი­დავს ხმა­უ­რი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა…

- პი­რი­ქით ვე­რი­დე­ბი ხმა­უ­რი­ან ად­გი­ლებს. მე უფ­რო მშვი­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მომ­ხ­რე ვარ. ალ­ბათ ეს იმის ბრა­ლია, რომ და­ვი­ღა­ლე. დე­და­ჩემს ჰგო­ნია, რად­გან კლუბ­ში ვმუ­შა­ობ, ვერ­თო­ბი. გარ­თო­ბა ის არის, რო­ცა ცეკ­ვავ და სვამ, მე კი სულ და­ძა­ბუ­ლი ვარ - ვინ­მე უკ­მა­ყო­ფი­ლო არ დარ­ჩეს, ხალ­ხ­მა არ იჩხუ­ბოს, ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­თა­ნა­დოდ გა­ვუ­მას­პინ­ძ­ლ­დეთ და ა.შ… სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ოთხ­ჯერ ატყ­და ჩხუ­ბი ჩვენს კლუბ­ში.

- რო­გორც ვი­ცი, აქე­დან ერთ-ერ­თი - შენს და­ბა­დე­ბის დღე­ზე...

- კი, ასე იყო, მომ­ღერ­ლებს სცე­მეს, თუმ­ცა მა­თ ვი­ნა­ო­ბას ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ. ისე­თი ნა­ცე­მე­ბი იყ­ვ­ნენ, ერთ-ერთს სა­ხე სულ და­სის­ხ­ლი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და.

- სტრიპ­ტი­ზი­ო­რი რა­ტომ­ღა გა­ი­ლა­ხა?

- სტრიპ­ტი­ზი­ო­რი ჩემს ოპე­რა­ტორს შე­მო­ე­ლა­ხა - თა­მუ­ნა ჩე­მი და არის და მას­თან სტრიპ­ტი­ზი რა­ტომ იცეკ­ვეო!..

- სა­სა­მარ­თ­ლო­შიც გი­ჩი­ვით...

- ჯერ­ჯე­რო­ბით სიწყ­ნა­რეა და ვნა­ხოთ, რა მოხ­დე­ბა. "ფე­ის­ბუქ­ზე" დღემ­დე გა­ნი­ხი­ლა­ვენ ჩე­მი და­ბა­დე­ბის დღის ამ­ბავს. ეს სტრიპ­ტი­ზი­ო­რი ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა მო­იყ­ვა­ნეს და ფუ­ლიც მათ გა­და­უ­ხა­დეს. ყვე­ლა მე რა­ტომ მერ­ჩის, არ ვი­ცი.

- ძი­რი­თა­დად სუს­ტი სქე­სი გებ­რ­ძ­ვის?

- კა­ცე­ბიც არ მაკ­ლე­ბენ. ყო­ველ­თ­ვის ვკითხუ­ლობ კო­მენ­ტა­რებს სხვა­დას­ხ­ვა სა­იტ­ზე, ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის 90 პრო­ცენ­ტი აგი­ნებს. რას გვერ­ჩი­ან, არ ვი­ცი.

- ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­და­ში გეხ­მა­რე­ბა ვინ­მე?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევრს ვმუ­შა­ობ, სან­დ­რო უჩე­მო­ბას ვერ გრძნობს. რო­ცა და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ, ან ბაღ­შია, ან სძი­ნავს. სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ვა­ხერ­ხებ, ვე­თა­მა­შო და სად­მე ვა­ტა­რო. გუ­როს დე­და (თა­მუ­ნას ყო­ფი­ლი ქმა­რი) ცდი­ლობს შე­მიმ­სუ­ბუ­ქოს მდგო­მა­რე­ო­ბა და სან­დ­რო თა­ვის­თან მიჰ­ყავს ხოლ­მე, ახ­ლაც ერ­თად არი­ან ცირ­კ­ში. სან­დ­როს ძა­ლი­ან უყ­ვარს მა­მა­მი­სის ოჯა­ხი, გიჟ­დე­ბა ბე­ბი­ა­ზე, წი­ნა შა­ბათ-კვი­რას ნი­ნომ მი­სი წაყ­ვა­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხა, ეს კი სან­დ­რომ ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და, გაიძახოდა, ბე­ბია ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა, რა­ტომ არ მო­ვი­და ჩემს სა­ნა­ხა­ვა­დო?

- დი­დი ხმა­უ­რი მოჰ­ყ­ვა შენს ახალ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას ლე­ვან დოგ­რაშ­ვილ­თან, მომ­ღე­რა­ლი ან­ჩო დო­ლი­ძე ამ­ბობს, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი შენ წა­არ­თ­ვი...

- ვფიქ­რობ, რომ ეს ხე­ლოვ­ნუ­რად აგო­რე­ბუ­ლი სკან­და­ლია. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ვი­ღა­ცის ნათ­ქ­ვა­მი არას­წო­რად ჩა­ი­ჭი­რეს, მათ რომ ვი­ღა­ცის ბჟუ­ტუ­რის­თ­ვის ყუ­რადღე­ბა არ მი­ექ­ცი­ათ, ჩე­მი და ლე­ვა­ნი­კოს ურ­თი­ერ­თო­ბა სკან­და­ლუ­რი არ გახ­დე­ბო­და. თუ ვინ­მეს რა­მე აინ­ტე­რე­სებს, მო­ვი­დეს და მე მკითხოს. 14 წე­ლია ამ სფე­რო­ში ვარ და ვი­ცი, რომ კო­მენ­ტა­რის ცალ­მ­ხ­რი­ვად ჩა­წე­რა არას­წო­რია. თუ არ იცი, რო­გორ კეთ­დე­ბა სი­უ­ჟე­ტი, შე­გიძ­ლია ვინ­მეს ჰკითხო…

- ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა ხელს არ გიშ­ლით ურ­თი­ერ­თო­ბა­ში?

- ლე­ვა­ნი­კო ჩემ­ზე რამ­დე­ნი­მე წლით პა­ტა­რაა, მაგ­რამ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ჭკვი­ა­ნი ბი­ჭია და ვერ ვგრძნობ მის ასაკს. ცო­ტა მძი­მე ხა­სი­ა­თი აქვს, მაგ­რამ ამას მი­სი კარ­გი თვი­სე­ბე­ბი ფა­რავს.

- და­ო­ჯა­ხე­ბას აპი­რებთ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ოჯა­ხის შე­საქ­მ­ნე­ლად მზად არ ვართ, დრო გვიჩ­ვე­ნებს ყვე­ლა­ფერს.

იხილეთ ასევე: თამუნა მუსერიძეს დაბადების დღეზე სტრიპტიზი უცეკვეს

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება