''არ ვიცი, ქორწილის დღეს ვიყავი თუ არა ბედნიერი''

''არ ვიცი, ქორწილის დღეს ვიყავი თუ არა ბედნიერი''

დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე მოსკოვში გაიზარდა. რუსეთი და რუსები უყვარს, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ იქ კონცერტებზე უარს ამბობდა. რამდენიმე წლის წინ პოლიტიკური შეხედულებების გამო თბილისის ოპერის თეატრიდან გაუშვეს. ფიქრობდა, რომ მთავრობის შეცვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვლებოდა და ქუთაისის ოპერის თეატრის ხელმძღვანელობას დათანხმდა, თუმცა ჯერჯერობით იმედგაცრუებულია და გეგმავს, თუ ყველაფერი არ გამოსწორდა, ქუთაისის ოპერა დატოვოს.

''ავანსად ქართველობის გამო გაცილებით დიდი ტაში მივიღე''

- მშობლებმა ერთმანეთი როგორ გაიცნეს?

- როგორც ვიცი, ერთმანეთს პირველად ქუთაისში პანაშვიდზე შეხვდნენ. დედა ქუთაისში ცხოვრობდა და მამა მის სანახავად ხშირად ჩადიოდა. მამას დედას ცოლად მოყვანა ადვილად არ გამოუვიდა. მამასთვის ეს მესამე ქორწინება იყო. მამის მხრიდან ორი ძმა მყავს. მამაჩემი იყო რეზო ჭიჭინაძე, რომელსაც მთელი საქართველო იცნობდა და არა მარტო იმიტომ, რომ დოდო ჭიჭინაძის ძმა იყო. ეს კაცი გახლდათ დამსახურებული ჟურნალისტი, ფილოლოგიის დოქტორი, მწერალი, არაჩვეულებრივი მონადირე და როგორც ფოტოზე ხედავთ, ულამაზესი კაცი. დაბადებული არ ვიყავი, როდესაც მოსკოვში გადავიდა სამუშაოდ. ჩვენ 22 წელი ვცხოვრობდით მოსკოვში. ჩვენი სახლი ქართველი ინტელიგენციის შეკრების მოსკოვური შტაბბინა იყო. საოცარ ატმოსფეროში გავიზარდე, სადაც ერთ დღეს ჭაბუა ამირეჯიბი იყო ჩვენი სტუმარი, მეორე დღეს ზურაბ ანჯაფარიძე, მესამე დღეს ირაკლი აბაშიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, სტუმრად მოდიოდნენ ყველასთვის საყვარელი მსახიობები, ექიმები და მეცნიერები. დედა - ბარბარე მიქელაძე, წარჩინებული ოჯახის შვილია. გვარებსა და წარმომავლობაზე ლაპარაკი არ მიყვარს და ჩემთვის ეს თემა 21-ე საუკუნეში სასაცილოა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბაბუას საქმიანობა, რომლის სახელსაც ატარებს ქუთაისის ბოტანიკური ბაღი.

ალეკო მიქელაძე ქართული ინტელიგენციის ქრესტომათიული ფიგურაა. თავის ხუთ შვილს მშიერს ტოვებდა და ობოლ ბავშვებსა და სტუდენტებს ომის პერიოდში საჭმელს ურიგებდა. დასაფლავებულია ქუთაისის საოცარ ბოტანიკურ ბაღში.

- რამდენი დედმამიშვილი გყავთ?

- სამი დედმამიშვილი ვიყავით. მხოლოდ მე დავრჩი. ორი ძმა დამეღუპა. მყავს მხოლოდ ორი ნახევარძმა მამის მხრიდან, ვასიკო და რამაზი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება