კრისტი ყიფშიძე ყინულზე მოსრიალდა და ფეხის მყესი დაიზიანა

კრისტი ყიფშიძე ყინულზე მოსრიალდა და ფეხის მყესი დაიზიანა

რუბ­რი­კა "სტი­ლის" სტუ­მა­რი ქარ­თ­ვე­ლი მო­დე­ლი კრის­ტი ყიფ­ში­ძეა. კრის­ტიმ ცო­ტა ხნის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­ში ჩა­აგ­დო, რო­ცა "არტ თა­ი­მის" რეკ­ლა­მის­თ­ვის ქუ­ჩა­ში სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით იპო­ზი­ო­რა.

- და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი თვის წინ ქუ­ჩა­ში და­ვე­ცი, ყი­ნულ­ზე მოვ­ს­რი­ალ­დი და ფე­ხის მყე­სი და­ვი­ზი­ა­ნე. ცო­ტა ტკი­ვი­ლი კი­დევ დამ­რ­ჩა.

- გიყ­ვარს კლუ­ბებ­ში სი­ა­რუ­ლი?

- ზაფხულ­ში სა­სი­ა­მოვ­ნოა სუფ­თა ჰა­ერ­ზე მე­გობ­რებ­თან ერ­თად კა­ფე­ში დაჯ­დო­მა. ცეკ­ვა მიყ­ვარს და კლუ­ბებ­შიც დავ­დი­ვარ, ერ­თი კლუ­ბი მაქვს ამორ­ჩე­უ­ლი, რო­მელ­საც სის­ტე­მა­ტუ­რად ვსტუმ­რობ. იქ კარ­გი გა­რე­მოა, აკუს­ტი­კაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია.

- იქ სას­მელ­საც სვამ?

- უკ­ვე და­ვი­ღა­ლე ამ თე­მა­ზე სა­უბ­რით. არ ვი­ცი, რა­ტომ, მაგ­რამ არა­სო­დეს გა­მი­სინ­ჯავს ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლი. შე­იძ­ლე­ბა კარ­გი გე­მოც აქვს, მაგ­რამ 36 წლის ვარ და ბევ­რ­ჯერ შევ­ს­წ­რე­ბი­ვარ ნას­ვა­მი ადა­მი­ა­ნე­ბის ჩხუბს, ეტყო­ბა, ჩამ­რ­ჩა ეს ყვე­ლა­ფე­რი და ამის ბრა­ლია, წვე­თი არა­ყიც რომ არ გა­მი­სინ­ჯავს. ხში­რად მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან სას­მელ­ზე და რო­ცა უარს ვამ­ბობ, ყვე­ლას უკ­ვირს, ამი­ტომ მი­წევს ახ­ს­ნა, რა­ტომ არ მიყ­ვარს სას­მე­ლი (ი­ცი­ნის). მხო­ლოდ თეთრ ღვი­ნოს მი­ვირ­თ­მევ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია და არც წო­ნა­ში ამა­ტე­ბი­ნებს ადა­მი­ანს.

- ხომ არ ნა­ნობ "არტ თა­ი­მის" რეკ­ლა­მა­ში გახ­დას?

- სულაც არ ვფიქ­რობ, რომ რეკ­ლა­მა­ში გახ­დი­ლი ვი­ყა­ვი. გახ­და სხვა რა­მეა. მე მეც­ვა სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მი. ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­ცა გი­გა აგ­ლა­ძემ და­მი­რე­კა და ამ პრო­ექ­ტ­ში გა­და­ღე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, დავ­თან­ხ­მ­დი. თა­ვი­დან პა­ტა­რა ფილ­მის გა­კე­თე­ბა იყო და­გეგ­მი­ლი, რო­მე­ლიც შვე­ი­ცა­რი­ა­ში უნ­და გა­ე­ტა­ნათ. ბა­ნა­ლუ­რი სი­უ­ჟე­ტი იყო: ქა­ლი იღ­ვი­ძებს, კა­რა­და­ში რა­ღა­ცას ეძებს, მე­რე ხელ­ზე მა­მა­კა­ცის ორ სა­ათს იკე­თებს და ასე გა­დის ქუ­ჩა­ში.... სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რით ბო­ლომ­დე კმა­ყო­ფი­ლი არას­დ­როს ვარ და არც ამ შემ­თხ­ვე­ვა­შია ასე, მაგ­რამ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა აზ­რ­საც ჩემ­თ­ვის დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, მათ მო­ე­წო­ნათ ეს რეკ­ლა­მა და ძა­ლი­ან მე­სი­ა­მოვ­ნა. ბუ­ნე­ბით მაქ­სი­მა­ლის­ტი, სულ უკე­თე­სის ძი­ე­ბა­ში ვარ. ეს არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, რო­ცა სა­კუ­თა­რი თა­ვით კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბი, შე­ნი კა­რი­ე­რა მა­შინ უნ­და და­ას­რუ­ლო.

- ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რ­მა ქალ­მა გა­ი­ხა­და კა­მე­რის წინ, შენ აქამ­დე რა­ტომ ამ­ბობ­დი უარს მსგავს პრო­ექ­ტებ­ზე? დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიც იქ­ნე­ბო­და...

- რო­ცა "პლე­ი­ბო­ი" გა­მო­ვი­და, შე­მომ­თა­ვა­ზეს, ჩე­მი ფო­ტო­ე­ბიც და­ე­ბეჭ­დათ ჟურ­ნალ­ში, არც მო­უთხო­ვი­ათ, გა­ი­ხა­დეო, მაგ­რამ დი­დი ამ­ბა­ვი მოჰ­ყ­ვა ამ ჟურ­ნა­ლის გა­მოს­ვ­ლას და მა­შინ უარი ვთქვი. ჯი­ჯი რე­ჯი­ნი იღებ­და ფო­ტო­ებს და მას ბო­ლომ­დე ვენ­დო­ბი, მაგ­რამ მა­ინც არ დავ­თან­ხ­მ­დი. კე­იტ მო­სის ფო­ტო­სე­სია "პლე­ი­ბო­ის­თ­ვის" ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. შე­იძ­ლე­ბა მო­დე­ლი გა­და­ი­ღო შიშ­ვე­ლი, მაგ­რამ ეს­თე­ტი­კუ­რად ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და სა­სი­ა­მოვ­ნო იყოს. ან პი­რი­ქით - ჩაც­მუ­ლი გა­და­ი­ღო და ვულ­გა­რუ­ლი მო­გეჩ­ვე­ნოს. სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა ში­ნა­გა­ნად უნ­და მო­დი­ო­დეს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­უბ­რის მა­ნე­რა, ქცე­ვა და ა.შ.

- ამ­ჯე­რად რას საქ­მი­ა­ნობ?

- ვარ ჟურ­ნალ "კო­პი პე­ის­ტის" ჟურ­ნა­ლის­ტი, სა­დაც ახალ­გაზ­რ­და, სა­ინ­ტე­რე­სო, ხე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებს ვაც­ნობ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ვარ ორი ბრენდ-მა­ღა­ზი­ის სა­ხე, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ხელ­მი­საწ­ვ­დომ ფა­სად სთა­ვა­ზობს ახალ­გაზ­რ­დებს პრო­დუქ­ცი­ას. ასე­ვე, ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ ორ სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს­თან, ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას ვუ­ზი­ა­რებ მო­დე­ლებს და ვას­წავ­ლი მო­დის ის­ტო­რი­ას. ხში­რად მი­წევს სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­ს­ზე ჟი­უ­რი­ში ჯდო­მა, საკ­მა­ოდ რთუ­ლი მი­სიაა და ვცდი­ლობ, ობი­ექ­ტუ­რი ვი­ყო. და­მო­უ­კი­დებ­ლად მა­ინც არ ვი­ღებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, კომ­პე­ტენ­ტურ ადა­მი­ა­ნებს: და­ლი ჩი­ტა­ლა­ძეს და და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვილს ვე­კითხე­ბი აზრს, ბო­ლომ­დე დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი რომ ვი­ყო ჩე­მი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის სის­წო­რე­ში.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება