სასტიკად ნაცემი ჟურნალისტები ცემისა და დაკავების დეტალებს იხსენებენ

სასტიკად ნაცემი ჟურნალისტები ცემისა და დაკავების დეტალებს იხსენებენ

კიევში, "რადიო თავისუფლების" უკრაინული სამსახურის ორი ჟურნალისტი, რომელიც მილიციამ გუშინ გაათავისუფლა, ცემისა და დაკავების დეტალებს იხსენებს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

ჟურნალისტ დიმიტრი ბარკარის განცხადებით, ძალოვნები მას სასტიკად გაუსწორდნენ, მიუხედავად იმისა, რომ პრესის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩაფხუტი ეკეთა.

"ძირს დამაგდეს და ხელჯოხებით თავში მირტყამდნენ. შემდეგ კი ხელები გადამიგრიხეს და პოლიციის მანქანაში ჩამაგდეს. ვუთხარი, რომ არ ვიყავი ამ მოვლენების მონაწილე, მოვლენების გასაშუქებლად ვიყავი მისული და არა – საბრძოლველად", - განაცხადა დიმიტრი ბარკარმა.

"ბერკუტის" მებრძოლები სასტიკად გაუსწორდნენ "რადიო თავისუფლების" უკრაინული სამსახურის კიდევ ერთ ჟურნალისტ იგორ ისხაკოვსაც.

იგორ ისხაკოვის თქმით, "ბერკუტის" რამდენიმე წევრი მას ერთდროულად ურტყამდა, შემდეგ კი მიწაზე დაანარცხეს და ფეხებით შედგნენ.

კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე მომხდარი შეტაკებების დროს დაშავებულ ჟურნალისტთა რაოდენობამ 30-ს მიაღწია. როგორც დაშავებული ჟურნალისტები აცხადებენ, "ბერკუტი" რამდენიმე მათგანს მიზანმიმართულად ესროდა რეზინის ტყვიებს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა