რადიკალმა ისლამისტება სირიაში მუსიკა და მოწევა აკრძალეს

რადიკალმა ისლამისტება სირიაში მუსიკა და მოწევა აკრძალეს

სირიაში მოქმედმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ "ერაყისა და ლევანტის ისლამურმა სახელმწიფომ" მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოწევა და მუსიკა აკრძალა.

ექსტრემისტებმა სპეციალური ცირკულარი გამოსცეს, რომლითაც მუსიკალური დისკებისა და პლეიერების გაყიდვა, ავტომობილებში, ავტობუსებში, მაღაზიებში და სხვა ადგილებში მუსიკის მოსმენა აიკრძალა. დოკუმენტი განმარტებას შეიცავს, რომელშიც წერია, რომ მუსიკა "ადამიანებს ღვთის თაყვანისცემას" აშორებს.

მეორე განკარგულება კატეგორიულად უკრძალავს სირიის მაცხოვრებლებს სიგარეტისა და ჩილიმის აქსესუარების გაყიდვას. ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევა ასევე ყველგან აკრძალულია.

წარსულში მოძრაობა "თალიბანმა" აკრძალა მუსიკა, ფილმები და ჩილიმი. საკუთარი ქმედება მათაც რელიგიური მოსაზრებებით ახსნეს.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა