Freedom House- აშშ-მა ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები უნდა შემოიღოს

Freedom House- აშშ-მა ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები უნდა შემოიღოს

ამერიკული უფლებადამცველი ორგანიზაციის Freedom House-ის პრეზიდენტი, დევიდ კრემერი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები უნდა შემოიღოს. ამის შესახებ კრემერმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა უნდა დაურეკოს იანუკოვიჩს და უთხრას, რომ თუ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ შეწყვეტს, ის იმ სიას ჩაუდგება სათავეში, რომელთა წინააღმდეგ აშშ სანქციებს დააწესებს. მოვიდა დრო, რომ არა მხოლოდ განიხილებოდეს სანქციების დაწესების საკითხი, არამედ ეს განხორციელდეს", - განაცხადა კრემერმა.

ამასთან, კრემერი მხარს უჭერს უკრაინაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლების, სენატორების-ჯონ მაკკეინის, კრის მერფის და ბენ კარდინის გამგზავრებას.

"დასავლეთი უნდა დადგეს მათ დასაცავად, ვინც გამოდის პარტია "რეგიონების" ანტიდემოკრატიული ქმედებების წინააღმდეგ. მათ პასუხი უნდა აგონ თავიანთ საქციელზე", - აღნიშნა უფლებადამცველი ორგანიზაციის პრეზიდენტმა.

კიევში სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები 19 იანვარს დაიწყო. ევრომაიდანზე შეკრებილების უკმაყოფილება რადას მიერ 16 იანვარს მიღებულმა კანონებმა გამოიწვია, რომელიც საპროტესტო აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა