"მაიდანისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მხოლოდ კონსულტაციები შედგა და არა - მოლაპარაკებები"

"მაიდანისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მხოლოდ კონსულტაციები შედგა და არა - მოლაპარაკებები"

უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის იური ლუცენკოს განცხადებით, მაიდანისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მხოლოდ კონსულტაციები შედგა და არა - მოლაპარაკებები. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

"ჩვენს შორის მოლაპარაკებები არ შემდგარა, მხოლოდ კონსულტაციები გაიმართა. ჩვენ მათ მაიდანის მოთხოვნები გადავეცით, რომელიც იანუკოვიჩს უნდა მოახსენონ, რადგან ამ ქვეყანაში ყველაფერს მხოლოდ იანუკოვიჩი წყვეტს", - განაცხადა ლუცენკომ.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გუშინდელ შეხვედრას ხელისუფლების მხრიდან უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ანდრეი კლუევი, პრეზიდენტის მრჩეველი ანდრეი პორნოვი და იუსტიციის მინისტრი ელენა ლუკაში ესწრებოდნენ.

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებათან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა. ბან კი მუნი უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინაში აზრის გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების პრინციპები უზრუნველყოს.

"გაერო-ს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება, თავი აარიდონ ესკალაციასა და ძალადობას და დაიცვან აზრის გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების დემოკრატიული პრინციპები", - ნათქვამია ბან კი მუნის პრესმდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, გაერო-ს გენერალური მდივანი უკრაინის ოპოზიციასა და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებს.

კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე ძალოვნებსა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის დაპირისპირება წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კიევში დაპირისპირება 19 იანვარს განახლდა. ევრომაიდანზე შეკრებილების უკმაყოფილება რადას მიერ 16 იანვარს მიღებულმა კანონებმა გამოიწვია, რომელიც საპროტესტო აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს.

მომზადებულია Hromadske Tv-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა