აშშ სოჭისკენ სამხედრო ხომალდებს გაგზავნის

აშშ სოჭისკენ სამხედრო ხომალდებს გაგზავნის

სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების სფეროში რუსული მხარისთვის დახმარების გაწევის მიზნით, აშშ მზადაა შავ ზღვაში ორი სამხედრო ხომალდი გაგზავნოს. განცხადებას სააგენტო Associated Press ავრცელებს.

20 იანვარს პენტაგონში გამართულ მორიგ ბრიფინგზე, ამერიკის თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მხრიდან შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, მზად არიან სოჭის სანაპიროებთან სამხედრო ხომალდები გაგზავნონ. ოფიციალურ ვაშინგტონს მოსკოვისგან მსგავსი შინაარსის შეტყობინება ჯერ არ მიუღია.

ამავდროულად ამერიკული საინფორმაციო საშუალებები, სოჭში ოლიმპიადის დროს შესაძლო ტერორისტული აქტების შესახებ შეშფოთებას გამოთქვამენ. NBC News-ის მიერ გავრცელებული ცნობით, რუსული სპეცსამსახურები ქალაქში მინიმუმ ოთხი "შავი ქვრივის" (ექსტრემისტების ყოფილი მეუღლეები, რომლებიც თვითმკვლელი ტერორისტების სახით შეიძლება გამოიყენონ), ყოფნის შესახებ ინფორმაციას ფლობენ.

ამერიკის იმ მოქალაქეებს, რომლებიც სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრებას აპირებენ, სახელმწიფო დეპარტამენტი სიფრთხილისა და ყურადღებისკენ მოუწოდებს. ამერიკელი სპორტსმენების დასცვისა და უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფომ კერძო კომპანია Global Rescue დაიქირავა, რომელმაც სპორტსმენების ევაკუაციის გეგმა შეიმუშავა.

სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 7 თებერვალს დაიწყება და 23 რიცხვამდე გაგრძელდება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა