კიევში მომიტინგეებსა და ძალოვნებს შორის შეტაკებების შედეგად, 1 400-მდე ადამიანი დაშავდა

კიევში მომიტინგეებსა და ძალოვნებს შორის შეტაკებების შედეგად, 1 400-მდე ადამიანი დაშავდა

კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე ბოლო ორი დღის განმავლობაში მომიტინგეებსა და ძალოვანებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად, 1 400-მდე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ მაიდანის სამედიცინო სამსახურის კოორდინატორმა ოლეგ მუსიმ განაცხადა.

"ბოლო ორი დღის განმავლობაში სამედიცინო სამსახურსა და მობილურ ბრიგადებს დახმარებისთვის 1 400-მა დაზარალებულმა მიმართა. თითქმის ყველა მათგანს ტყვიითა და ყუმბარის ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ სახეზე და ფეხზე", - განაცხადა ოლეგ მუსიმ.

ამასთან, მისივე თქმით, ბევრი დაზარალებული უარს ამბობს სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში წასვლაზე, რადგან საქმეში სამართალდამცავები ერევიან და არის შემთხვევები, როცა სამკურნალო დაწესებულებებში მისული დაზარალებულები პირდაპირ მილიციაში წაიყვანეს.

კიევში, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის ძალადობრივი დაპირისპირება 19 იანვარს დაიწყო. სიტუაცია კიევში მას შემდეგ დაიძაბა, რაც უმაღლესმა რადამ 16 იანვარს მიიღო კანონები, რომელიც აქციების გამართვას წესებს ამკაცრებს და სამოქალაქო აქტივობის შეზღუდვას ითვალისწინებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა