დათო ფორჩხიძე: ''მლიქვნელი, ფარისეველი და მაფიოზი ვარ''

დათო ფორჩხიძე: ''მლიქვნელი, ფარისეველი და მაფიოზი ვარ''

წელს პროექტს ''ახალი ხმა'' ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. იყო დაპირისპირება კონკურსანტსა და მწვრთნელს შორის, უთანხმოება მწვრთნელებს შორის. ფინალში ჩახუტებული დათო ფორჩხიძე და მაია დარსმელიძეც ვნახეთ. გამარჯვებული კვლავ დათო ფორჩხიძის გუნდის წევრი მარი ჩაჩხიანი გახდა.გამარჯვებული და მისი მწვრთნელი რედაქციაში გვესტუმრნენ.- დათო, მარის გამარჯვებას საზოგადოების დიდი ნაწილი შენ მოგაწერს. იმიტომ არა, რომ მარი გამარჯვების ღირსი არ იყო, მაყურებელს უყვარხარ, როგორ გგონია, რისი დამსახურებაა ეს?- ალბათ, იმის, რომ მინდა, ბავშვი, რომელმაც ამირჩია, ჩემი ცუდი საქციელით არ დავღუპო.

- ცუდი საქციელი ხშირად ეკრანს მიღმა რჩება.- არაფერი იმალება, დამერწმუნეთ. ამ შოუში ბევრი რამ გამოჩნდა... მარი ცოტა დამეჩაგრა. არც კი ვიცოდი, რომ ფინალში გავიდოდა. წინა ორ შოუში მყავდა ჩემი ფავორიტები. ამ ჯერზე გუნდში მყავდა ხუთი ისეთი ბავშვი, რომელსაც ოთხივე მწვრთნელი შემოუბრუნდა. აქედან გამომდინარე, იმის ალბათობა, რომ ამ კარგი ბავშვებიდან ერთი მაინც გაიმარჯვებდა, დიდი გახლდათ. ალოგიკურს ამაში ვერაფერს ვხედავ. წესით, ბრმა კასტინგზე ეს შოუ უკვე მოგებული უნდა მქონოდა.

- თუმცა სხვა მწვრთნელებსაც ჰყავდათ ძლიერი კონკურსანტები...- რა თქმა უნდა. იმის მტკიცებას არ დავიწყებ, მარის რომ არ გაემარჯვა, კრიმინალი, დანაშაული იქნებოდა-მეთქი. მეტიც, სხვისთვის მისალოცი ტექსტებიც კი მქონდა მომზადებული. თუ დაინახეთ, მე, მაია და სტეფანე ჩავეხუტეთ ერთმანეთს. ერთადაც ვიმღერეთ. ასე არ იყო შარშან. თუმცა, პროექტის დასაწყისში დაძაბულობაც არ იყო დადგმული. თავიდან მეჩხუბებოდნენ, შენ რატომ გირჩევენო. მოდაში ვიყავი. როცა მარი არჩევანის წინაშე იდგა, ზუსტად მახსოვს ის ტექსტი, რაც მას ვუთხარი, მწვრთნელი არ იგებს ამ შოუს, ამ შოუს იგებს კონკურსანტი, შენ სადაც უნდა წახვიდე, მოიგებ და თუ ამოჩემებული გაქვს, რომ მესამედ მოვიგო, მაშინ წამოდი ჩემთან-მეთქი.

- მარი, რატომ აირჩიე დათო?- წინა შოუებს ვუყურებდი, მისი ყოველი ნაბიჯი მისაღები იყო ჩემთვის. მომწონდა მისი ურთიერთობა მონაწილეებთან. პროექტში უკვე იმ განზრახვით მივედი, რომ დათოსთან წავსულიყავი.

- გამარჯვებამდე გრძელი და რთული გზა გაიარე, განსაკუთრებით რთულად რომელი ტური გახსენდება?- ყველაზე დაძაბული, ალბათ, პირველი და მეორე ლაივკონცერტი იყო, რომლებზეც დათომ გადამარჩინა.

- დათო, მწვრთნელისა და კონკურსანტის ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს შოუსთვის. ნახევარფინალში მაიასა და თაკო ოქროპირიძის უთანხმოება ვნახეთ. შენ თუ გქონია მსგავსი კონფლიქტი კონკურსანტთან?- ჩემი კოლეგების განსჯა ჩემი საქმე არ არის. მაიასთან მართლა დავმეგობრდი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება