უკრაინის პრემიერი - თუ კიევში პროვოკატორები არ გაჩერდებიან, ხელისუფლება კანონით გათვალისწინებულ ძალას გამოიყენებს

უკრაინის პრემიერი - თუ კიევში პროვოკატორები არ გაჩერდებიან, ხელისუფლება კანონით გათვალისწინებულ ძალას გამოიყენებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის ნიკოლაი აზაროვის განცხადებით, თუ კიევში პროვოკატორები არ გაჩერდებიან, ხელისუფლება კანონით გათვალისწინებულ ძალას გამოიყენებს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა ტელეკომპანია Россия 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"თუ პროვოკატორები არ გაჩერდებიან, ხელისუფლებას კანონით გათვალისწინებული ძალის გამოყენების გარდა, სხვა გამოსავალი არ დარჩება", - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, აზაროვმა იმედი გამოთქვა, რომ შექმნილ ვითარებაში საბოლოოდ მაინც საღი აზრი გაიმარჯვებს და მხარეები კომპრომისს მიაღწევენ.

Liga.net-ის ცნობით, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება მაიდანის დარბევას რვა ათასი ძალოვანით აპირებს.

ამასთან, უკრაინაში დღეიდან ამოქმედდა 16 იანვარს, უმაღლესი რადას მიერ მიღებული კანონები, რომლებიც საპროტექსტო აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს. ამის შესახებ ტელეკომპანია TCN იუწყება.

ახალი კანონების თანახმად, იკრძალება საპროტესტო აქციებში ნიღბებითა და ჩაფხუტებით მონაწილეობა, ბარიკადების აგება და კარვების გაშლა სპეციალური ნებართვის გარეშე. კანონის დარღვევის შემთხვევაში, მათ შეეფარდებათ ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობა, ჯგუფური დარღვევის შემთხვევაში 2-წლამდე პატიმრობა, მილიციელის მიმართ მუქარისთვის კი 7-წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. იკრძალება ავტოკოლონაში ხუთზე მეტი ავტომობილით გადაადგილებაც.

ამასთან, მოსამართლეებსა და მათ ნათესავებზე ინფორმაციის შეგროვებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 8,5 ათასი გრივნის ოდენობით.

16 იანვარს უკრაინის უმაღლესმა რადამ ახალი კანონები ხელის აწევით მიიღო.

შეგახსენებთ, კიევში ბოლო დღეების დაპირისპირების დროს 1500-მდე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორი 30 ჟურნალისტი.

მომზადებულია TCN-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა