ბრიტანეთის არმიას "ვიაგრას" მარაგი მოპარეს

ბრიტანეთის არმიას "ვიაგრას" მარაგი მოპარეს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე ათასი ფუნტის ღირებულების "ვიაგრას" მარაგი მოპარეს. პრეპარატი აღმოჩნდა მედიკამენტების რიცხვში, რომელიც სამინისტროდან ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მოიპარეს.

პოტენციის ასამაღლებელი პრეპარატი სხვა მედიკამენტებთან ერთად ნორფოლკში ავიაბაზა "მარემიდან" გაქრა. მოპარული პრეპარატების ღირებულება 5,8 ათას ფუნტადაა შეფასებული (9,5 000 დოლარი). თავდაცვის სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ "ვიაგრა" არა მხოლოდ იმპოტენციის სამკურნალოდ, არამედ მაღალ წნევასთან და სიმაღლის ჰიპოქსიასთან ბრძოლისას გამოიყენება.

გარდა ამისა, ბრიტანეთის სხვადასხვა სამხედრო ბაზებზე ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა შეიარაღება გაქრა, მათ შორის 100 ხიშტი, ცეცხლსასროლი იარაღის დეტალები და საბრძოლო აჭღურვილობა. აღმრიცხველებს ასევე დააკლდათ თვითმფრინავის ფიუზელაჟი, Bedford-ის მარკის სატვირთო ავტომობილი და საყოფაცხოვრებო სარეცხი მანქანა. საერთო ზარალმა შვიდი მილიონი ფუნტი შეადგინა (11,5 მილიონი დოლარი).

მთავრობამ ქურდობის შესახებ ინფორმაცია კონსერვატიული პარტიის დეპუტატ ნიკა დე ბუას მოთხოვნის საპასუხოდ გამოაქვეყნა. თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ იმ დანაშაულებების ინფორმაცია წარმოადგინა, რომლებიც არ გახსნილა და რომელთა ზარალის კომპენსაცია ვერ მოხერხდა.

მომზადებულია The Times-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა