Paramount-მა კინოფირზე მთლიანად უარი თქვა

Paramount-მა კინოფირზე მთლიანად უარი თქვა

სტუდია Paramount Pictures ჰოლივუდის პირველი დიდი კინოკომპანიაა, რომელმაც მთლიანად ციფრულ ფორმატზე გადასვლა გადაწყვიტა.

სტუდიის "ოსკარზე" ნომინირებული, მარტინ სკორსეზეს რეჟისორობით გადაღებული ფილმი "უოლ-სტრიტის მგელი" კინოთეატრებში მხოლოდ ციფრული ფორმატით შევიდა.

კინოსტუდიამ დისტრიბუტორები გააფრთხილა, რომ სტუდიის ბოლო ფილმი, რომელიც 35 მილიმეტრიან ფირზე გამოვიდა, კომედია Anchorman 2: The Legend Continues იქნებოდა. სურათის მსოფლიო პრემიერა 2013 წლის ნოემბერში შედგა.

ფირზე უარის თქმის მთავარი მიზეზი ისაა, რომ აშშ-ში მკვეთრად შემცირდა კინოთეატრების რიცხვი, სადაც ფირზე გადაღებული ფილმის კინოგაქირავებაა შესაძლებელი, ქვეყნის კინოთეატრების მხოლოდ 8%-ში შენარჩუნდა 35 მილიმეტრიანი ფირის საჩვენებელი აღჭურვილობა. გარდა ამისა, გამავრცელებლებისთვის მომგებიანია ციფრული ასლები გამოუშვან, ვიდრე კინოფირი: პირველი - ცალი 100 დოლარი ჯდება, მეორე - თითქმის 2 000.

აღსანიშნავია, რომ Paramount გარკვეული პერიოდი ფილმების კინოფირებს საზღვარგარეთ გაქირავებისთვის, კერძოდ, ლათინური ამერიკისა და აზიის ქვეყნებისთვის გამოუშვებს, სადაც ციფრული ფილმების გაქირავება ჯერ კარგად განვითარებული არ არის.

სხვა სტუდიებმა უახლოეს მომავალში ასევე ციფრულ ფორმატზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. კერძოდ, 20th Century Fox-მა  ჯერ კიდევ 2011 წელს განაცხადა, რომ კინოფირების გავრცელებას 2-3 წელში შეწყვეტდა.

მომზადებულია The Los Angeles Times-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება