იანუკოვიჩი ოპოზიციას მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს

იანუკოვიჩი ოპოზიციას მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ოპოზიციას მოუწოდებს, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და შეწყვიტონ წინააღმდეგობა,- ამის შესახებ ნათქვამია მიმართვაში, რომელიც კიევში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთდა.

"გამოვთქვამ უდიდეს მწუხარებას კონფლიქტის დროს ადამიანების დაღუპვის გამო, რომელიც პროვოცირებული იყო  ექსტრემისტებისგან პოლიტიკიდან. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს",- ნათქვამია მიმართვაში.

იანუკოვიჩი მოუწოდებს ხალხს, არ აყვნენ რადიკალი პოლიტიკოსების მოწოდებას. "ჯერ კიდევ არ არის გვიან გაჩერება და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება. მე წინააღმდეგი ვარ ძალის გამოყენების. ვთხოვ ხალხს, დაბრუნდნენ სახლებში. ჩვენ ვალდებულნი ვართ, უკრაინაში მშვიდობა და სტაბილურობა დავამყაროთ,"- ნათქვამია იანუკოვიჩის მიმართვაში.

მომზადებულია unian.net-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა