აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევრომაიდანის დარბევის მონაწილეებს ვიზები გაუუქმა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევრომაიდანის დარბევის მონაწილეებს ვიზები გაუუქმა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვიზები გაუუქმა უკრაინის იმ მოქალაქეებს, ვინც გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში ევრომაიდანის ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდა. ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

"გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში მაიდანის დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში მონაწილე უკრაინის რამდენიმე მოქალაქეს აშშ-ის საელჩომ ვიზები გაუუქმა", - ნათქვამია უკრაინაში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ განიხილავს შემდგომ ნაბიჯებს იმ პირთა წინააღმდეგ, რომელიც პასუხისმგებლია უკრაინაში ამჟამად მიმდინარე მოვლენებზე.

უკრაინაში დემონსტრანტებსა და ძალოვანებს შორის შეტაკებები დღეს კვლავ განახლდა. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა