ეშტონისა და რასმუსენის საგანგებო განცხადებები კიევში მიმდინარე მოვლენებზე

ეშტონისა და რასმუსენის საგანგებო განცხადებები კიევში მიმდინარე მოვლენებზე

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი კიევში მოვლენების ძალადობრივ ესკალაციას გმობს.

"ყველას მოვუწოდებ თავშეკავებისკენ. ძალის გამოყენება და ძალადობა არ არის პოლიტიკურ კრიზისის პასუხი. ყველა ძალადობრივი ქმედება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და სასწრაფოდ იქნას გამოძიებული. ყველა პასუხისმგებელი პირი კი გასამართლდეს", - ნათქვამია კეტრინ ეშტონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო.

კეტრინ ეშტონი უკრაინის ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს.

კიევში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი.

"უკიდურესად შეშფოთებული ვარ, უკრაინაში განვითარებული დრამატული მოვლენებითა და რამდენიმე დაღუპულის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. კატეგორიულად ვგმობ ძალადობას. ძალადობა ვერასოდეს იქნება პოლიტიკური კრიზისის პასუხი", - ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინის ყველა მხარეს დიალოგისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან აიცილონ ესკალაცია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა