"ბერკუტის" მოსალოდნელი იერიშის მოსაგერიებლად ოპოზიციის შტაბში სრული მობილიზაცია გამოცხადდა

"ბერკუტის" მოსალოდნელი იერიშის მოსაგერიებლად ოპოზიციის შტაბში სრული მობილიზაცია გამოცხადდა

კიევში, მაიდანზე შტურმისთვის ემზადებიან. "ბერკუტის" მოსალოდნელი იერიშის მოსაგერიებლად ოპოზიციის შტაბში სრული მობილიზაცია გამოცხადდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პროფკავშირების სასახლეში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, მომიტინგეების ერთი ნაწილი კი ბარიკადებს ამაგრებს.

სხვადასხვა ცნობებით, მაიდანის შტურმი დღეს საღამოს იგეგმება. სახელმწიფო რადიო, რომელიც კრეშატიკზეა განთავსებული, ამის შესახებ უკვე გააფრთხილეს და შენობის დაცლა მოსთხოვეს.

გრუშევსკის ქუჩაზე სიტუაცია დღის მეორე ნახევარში უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ძალოვანებმა მომიტინგეების განდევნა დაიწყეს. აქციის მონაწილეებმა "ბერკუტის" მისამართით ქვების და აალებადი ნივთიერებების სროლა დაიწყეს. "დინამოს" სტადიონთან მძიმე ტექნიკაც გამოჩნდა.

ძალოვანები მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდნენ. უმოწყალოდ ნაცემი რამდენიმე ათეული მოქალაქე ქუჩაზე მთელი დღის განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული.

დაშავებულმა დემონსტრანტებმა გაავრცელეს ინფორმაციაც, რომ "ბერკუტმა" მათ წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია ხუთი და დაშავებულია რამდენიმე ასეული ადამიანი.

აქტივისტებმა ძალოვანებისგან თავდაცვის მიზნით, საბურავების დაწვა დაიწყეს, რის შემდეგაც გრუშევსკის ქუჩა შავ კვამლში გაეხვია. დღის ბოლოს გრუშევსკის ქუჩაზე წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს, რომელთა მეშვეობით აალებულ საბურავებს აქრობენ. ამასთან, უკრაინის მთავრობამ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვებიც მოხსნა. გაფართოვდა იმ სპეციალური საშუალებების ჩამონათვალიც, რომელთა გამოყენებაც საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად დასაშვებია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა