იანუკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებს კომენტარი არ გაუკეთებიათ

 იანუკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებს კომენტარი არ გაუკეთებიათ

უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა დასრულდა. "კორესპონდენტ.ნეტ"-ის ცნობით, შეხვედრის შემდეგ, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ოპოზიციის ლიდერებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი ანდრეი კლიუევი, პრეზიდენტის მრჩეველი ანდრეი პარტნოვი, იუსტიციის მინისტრი ელენა ლუკაში, პარტია "უდარის" ლიდერი ვიტალი კლიჩკო, საპარლამენტო ფრაქცია "ბატკივშინას" ლიდერი არსენი იაცენიუკი, პარტია "სვობოდას" ლიდერი ოლეგ ტიაგნიბოკი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა