ევროკავშირი უკრაინის ხელმძღვანელი პირების მიმართ სანქციების დაწესებას ჯერჯერობით არ აპირებს, თუმცა მზადაა ევროკავშირის ქვეყნებში უკრაინელი ოლიგარქების საბანკო ანგარიშები შეამოწმოს, თუ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება კვლავ გაგრძელდება.
"კორესპონდენტ.ნეტ"-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკომისარმა საბიუჯეტო საკითხებში იანუშ ლევანდოვსკიმ განაცხადა.
"ჯერჯერობით ევროკავშირის მხრიდან სანქციებზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ არსებობს ოლიგარქთა ინტერესები, არსებობს საბანკო ანგარიშები, რომლებიც შესაძლოა შემოწმდეს", - აღნიშნა ევროკომისარმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით შანსები "ნულამდე დაეცა" და ევროკავშირისა და უკრაინის დღის წესრიგში ნეგატიური განცხადებები და რეაქციები დომინირებს.