მედია - "ბერკუტმა" ჟურნალისტების ფიზიკურად განადგურების სპეციალური ბრძანება მიიღო

მედია - "ბერკუტმა" ჟურნალისტების ფიზიკურად განადგურების სპეციალური ბრძანება მიიღო

"ბერკუტმა" ჟურნალისტების ფიზიკურად განადგურების სპეციალური ბრძანება მიიღო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის ჟურნალისტთა კავშირის და ჟურნალისტთა თავისუფალი პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ისინი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობისგან მოითხოვენ, უბრძანონ მათ დაქვემდებარებაში მყოფ სამართალდამცავებს, შეწყვიტონ მიზანმიმართული ძალადობა ჟურნალისტებზე.

"ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ იმ ვითარებით, რომელსაც კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე აქვს ადგილი. მილიციის მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად, დაშავებულ ჟურნალისტთა რაოდენობამ 35-ს გადააჭარბა",-ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, არაერთი ფაქტია დაფიქსირებული, როდესაც სპეცრაზმის და მილიციის წარმომადგენლები ჟურნალისტებს რეზინის ტყვიებს მიზანმიმართულად ესვრიან.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა