ბოლო განახლება:
გრუშევსკის ქუჩაზე მომიტინგეებმა და ძალოვანებმა პარტია "უდარ"-ის ლიდერის, ვიტალი კლიჩკოს თხოვნით, დაპირისპირება დროებით შეწყვიტეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ე.წ. დუმილის პერიოდი 20:00 საათამდე გასტანს.
ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სწორედ ამ ხნის განმავლობაში გასტანს მოლაპარაკებები ოპოზიციის ლიდერებსა და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს შორის.
კლიჩკომ მომიტინგეებს პირობა მისცა, რომ შეხვერის შემდეგ ის პირდაპირ მათთან მივა და მოლაპარაკებების დეტალებს გააცნობს.
ძალოვანებმაც და მომიტინგეებმაც "დუმილის პერიოდის" გამოცხადებაზე თანხმობა განაცხადეს და პირობა დადეს, რომ მოლაპარაკებების პერიოდში არანაირ აქტივობებს არ განახორციელებენ.