ბულგარეთის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრა გააუქმა

ბულგარეთის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრა გააუქმა

ბულგარეთის პრეზიდენტმა, როსენ პლევნელიევმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვიქტორ იანუკოვიჩთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა, უკრაინაში ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო. ინფორმაციას ბულგარეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

"პრეზიდენტი პლევნელიევი შეშფოთებულია უკრაინაში დაძაბულობის ესკალაციით, რასაც მსხვერპლი მოჰყვა და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიუღებელია და პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზა არ არის", - ნათქვამია ბულგარეთის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, როსენ პლევნელიევი უკრაინის ხელისუფლებას ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისკენ მოუწოდებს. მისივე თქით, ბულგარეთი ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინის ევროპულ განვითარებას.

ბულგარეთის პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტი მაისში იყო დაგეგმილი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა