რომის პაპი - ინტერნეტი ღვთის საჩუქარია

რომის პაპი - ინტერნეტი ღვთის საჩუქარია

რომის კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი, პაპი ფრანცისკი მიიჩნევს, რომ ინტერნეტი ღვთის საჩუქარია. რომის პაპის თქმით, ინტერნეტი ადამიანებს შორის დიალოგს აიოლებს.

"ეს (ინტერნეტი) ნამდვილად საჭირო რამაა - ღვთის საჩუქარია. თუმცა,  მიუხედავად ამისა, მუდმივად ქსელში ყოფნის სურვილმა, შესაძლოა ჩვენთვის ახლობელი ადამიანებისგან იზოლაციაზე მოახდინოს გავლენა.

რომის პაპის აზრით, ინტერნეტი იძლევა შესაძლებლობას გაიცნო ადამიანები, რომლებიც  სხვადასხვა კულტურებს ეკუთვნიან და გამონახო მათთან საერთო ენა.

"გქონდეს დიალოგი, ნიშნავს გჯეროდეს, რომ სხვა ადამიანსაც აქვს რაღაც სათქმელი და რომ შეგიძლია გაითვალისწინო  ესა თუ ის მოსაზრება. დიალოგში ყოფნა არ ნიშნავს საკუთარ იდეებზე და ჩვევებზე უარის თქმას. ფიქრი, რომ ისინი (საკუთარი იდეები და ჩვევები) ერთადერთი ჭეშმარიტებაა, ნიშნავს იმყოფებოდე ტყუილში," - აღნიშნა პაპმა.

მომზადებულია tvrain.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა