ვის მოუხდის ბოდიშს მიშა ანდღულაძე და რატომ გრძნობს თავს უხერხულად საკუთარი პერსონაჟების გამო

ვის მოუხდის ბოდიშს მიშა ანდღულაძე და რატომ გრძნობს თავს უხერხულად საკუთარი პერსონაჟების გამო

მიშა ანდღულაძისთვის 2013 წელი შემოქმედებით საქმიანობაში ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა. მისი ახალი გმირები მარეხ თოდუა, მთვარისა ოდილაური, მაყურებლებისთვის საყვარელ პერსონაჟებად იქცნენ. პირველად გადაიღეს ფილმშიც. ''მისტერ ძიძა'' ცნობილი ფილმის რიმეიკია, ანდღულაძემ ქართველ რობინ უილიამსობასაც კარგად გაართვა თავი. მიშას, გარდა ახალი როლებისა, მასზე გავრცელებულ სკანდალურ ჭორზეც ვკითხეთ.

- მიშა, საუბარი შენი ახალი პერსონაჟით, მთვარისა ოდილაურით დავიწყოთ, რომელიც ინტერნეტსივრცეში ყველაზე პოპულარულ გმირად იქცა.

- ეს არის ემიგრანტი ქალბატონი, რომელიც სახლიდან პირდაპირ ევროპაში წავიდა და ცხოვრებაში სხვა გზა არ გაუვლია. იტალიური აქცენტი შეაჯერა თავისი კუთხის კილოსთან და საუბრის ეს უცნაური მანერა გამოვიდა. თანხმოვნებს ურტყამს ძალიან (იცინის). რაც შეეხება ფრაზებს, ეს უკვე ჩვენი მოგონილია. მთავარია პერსონაჟი, თორემ ხუმრობები წყალივით იწერება. ასეთ ქალბატონს ამ ზაფხულს იტალიაში შევხვდი. მრავლად არიან ასეთები, არა მარტო იტალიაში, საბერძნეთშიც მყავს ასეთი ნაცნობები. წარმოიდგინეთ, 13 წლისა გლდანში ეზოში რომ დავრბოდი და უცებ ლუქსემბურგში წავსულიყავი, მეც დაახლოებით ასეთი ვიქნებოდი.

- ემიგრანტების მხრიდან შენს გმირს როგორი გამოხმაურება მოჰყვა?

- უარყოფითი ზარები არ ყოფილა. ამით ხომ ჩვენ არავის დავცინით, პირიქით, თუ ვინმეს რამე არ მოსწონს ან თავის თავზე მიიღო, მზად ვარ, ბოდიში მოვუხადო. იუმორისტული გადაცემაა და ხან ვის პაროდიას ვაკეთებთ, ხან - ვისას. შეიძლება, კარგად გამოგვდის ან ცუდად, მაგრამ თუ ხალხი იცინის, მაშინ პერსონაჟი კარგია.

მცირე ხნის წინ საოცარი ამბავი გადამხდა. ერთი ქალბატონი შემხვდა და მკითხა, სულ ქალებს რატომ ასახიერებთ, პირველ რიგში, ქართველი ხართ, ამას ბავშვები უყურებენ და მერე თავადაც ბაძავენ შენს გმირებსო. რა გამოდის, ავსტრიელი რომ ვიყო, შეიძლება, ქალი განვასახიერო? ან რას მბაძავენ, ხალათს იცვამენ და დახტიან-მეთქი? არა, ეგ სხვა რაღაცის აგიტაციააო. რისი აგიტაციაა, ძველ საბერძნეთში ქალის როლს მამაკაცები თამაშობდნენ-მეთქი; ჩვენ ხომ ძველი საბერძნეთის დონეზე არ ვართო. აღარ ვუთხარი, რომ ხანდახან უფრო უკანაც ვართ.

- შენი პერსონაჟები ყოველთვის პოპულარულები ხდებიან, მთვარისაზე სერიოზული ბუმია ატეხილი.

- მე მგონი, მარეხ თოდუასაც აჯობა. უკვე შინაგანი უხერხულობა მაქვს. კონცერტისთვის რომ ვემზადებოდით და ჩვენი პერსონაჟები ჩამოვწერეთ, დაფას რომ შევხედე, კაცის პერსონაჟი არ მყავდა. ეწერა - მთვარისა, მარეხი, სოფლელი ქალი, ბოზი. ბარემ ავდგები და ცალკე ბენეფისს გავიკეთებ. ამოვაშლევინე და დიდი ბრძოლის შედეგად მხოლოდ ორი ქალბატონი დავტოვეთ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება