კიევში, მაიდანზე შეკრებილები ხელისუფლების წინადადებას არ დათანხმდნენ

კიევში, მაიდანზე შეკრებილები ხელისუფლების წინადადებას არ დათანხმდნენ

კიევში, მაიდანზე შეკრებილი მომიტინგები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებენ. უკრაინული მედიის ცნობით, ფრაქცია "თავისუფლების" ლიდერმა ოლეგ ტიაგნიბოკმა ვერ შეძლო დემონსტრანტების დარწმუნება, რომ ხელისუფლების მიერ წაყენებულ პირობებს დათანხმებოდნენ და სამთავრობო კვარტლის ბლოკირება შეეწყვიტათ.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მომიტინგეებს იანუკოვიჩთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ კითხვით მიმართა, თანახმა იყვნენ თუ არა დაკავებული აქტივისტების გათავისუფლების სანაცვლოდ გრუშევსკის ქუჩა დაეტოვებინათ, რასაც მაიდანზე უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა.

ოლეგ ტიაგნიბოკმა ერთგვარი კენჭისყრაც ჩაატარა და დემონსტრანტებს სთხოვა, ხელის აწევით დაედასტურებინათ, ვინ იყო მზად, დათანხმებოდა ხელისუფლების წინადადებას, თუმცა მომიტინგეებმა ხმა გრუშევსკის ქუჩის ბლოკირების სასარგებლოდ მისცეს.

ოპოზიციის ლიდერი მაიდანის გადაწყვეტილებას დაეთანხმა, თუმცა განაცხადა, რომ პროტესტი დისციპლინის ჩარჩოებში უნდა გაგრძელდეს.

"ამ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე. ჩვენ თქვენთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას, მხოლოდ ერთი პირობით, რომ იქნება დისციპლინა, შესრულდება ბრძანებები და ვიმოქმედებთ ერთობლივად", - განაცხადა ტიაგნიბოკმა.

მომიტინგეებს დისციპლინის დაცვისკენ მოუწოდა ოპოზიციის კიდევ ერთმა ლიდერმა არსენი იაცენიუკმა.

"ჩვენს უკან ადამიანებისა და ქვეყნის ბედი დგას. მშვიდობიანი პროტესტი გრძელდება. არც ერთი ნაბიჯი უკან", - მიმართა დემონსტრანტებს იაცენიუკმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა