ჯასტინ ბიბერი დააპატიმრეს

ჯასტინ ბიბერი დააპატიმრეს

ფლორიდას შტატში, მაიამი-ბიჩზე მომღერალი ჯასტინ ბიბერი დააპატიმრეს. მომღერალი ნასვამ მდგომარეობაში ავტომოლის მართვისთვის დააკავეს. ბიბერი მართვის მოწმობის უქონლობაშიც დაადანაშაულეს, რადგან მისი მოწმობა ყალბი იყო.

მომღერალს, რომელმაც 23 იანვრის ღამე პოლიციის განყოფილებაში გაატარა, სასამართლომ 2500 დოლარი გირაო დააკისრა. თანხის გადახდის შემდეგ, იგი გაათავისუფლეს. პოლიციის ინფორმაციით, 19 წლის მომღერალმა აღიარა, რომ საჭესთან ლუდის დალევის შემდეგ დაჯდა და ასევე მარიხუანასა და წამლების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რომლებიც რეცეპტით იყიდება. თუ რა წამლებზეა საუბარი, უცნობია.

ინციდენტი 23 იანვარს მოხდა, როდესაც ბიბერი ყვითელი "ლამბორჯინით" ქუჩის რბოლაში რეპერ ჰალილ შარიფთან ერთად მონაწილეობდა. შარიფი "ფერარის" საჭესთან იჯდა. მასაც ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის წაუყენეს ბრალდება. ორივე ავტომობილი პოლიციის ავტოფარეხში გადაიყვანეს.

პოლიციასთან საუბრისას კანადელმა მომღერალმა აღშფოთება გამოთქვა და კითხულობდა, "თუ რატომ გააჩერეს". იგი პოლიციელის ბრძანებებს არ ემორჩილებოდა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღეს.

მომზადებულია NBC-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება