ქართული სამეფო სახლის სამსახურში ბრაზილიელი რაინდი ჩადგა

ქართული სამეფო სახლის სამსახურში ბრაზილიელი რაინდი ჩადგა

ლევან ვასაძის, ლაშა თაბუკაშვილის, რეზო ჩხეიძისა და საზოგადოების სხვა ცნობილი სახეების შემდეგ რაინდის წოდება საქართველოს სამეფო სახლმა ბრაზილიელ კლაოდიო სოარეს როშას მიანიჭა.

"2014 წლის 14 იანვარს, თბილისის დარეჯანის სასახლის შენობაში გაიმართა ბრაზილიის პრეზიდენტის აპარატის, ისტორიული დოკუმენტაციების საბჭოს წევრის, ბატონი კლაოდიო სოარეს როშას, საქართველოს სამეფო სახლის დინასტიური ორდენის რაინდად კურთხევის ცერემონიალი. ბატონი კლაოდიო, ასევე არის ბრაზილიის საიმპერატორო სახლის მეთაურის მისი სამეფო-იმპერიული უმაღლესობის დონ ლუი ორლეან-ბრაგანცას ნათესავი.

ინვესტიტურის ცერემონიალს ჯანმრთელობის გამო ვერ ესწრებოდა თავად საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი, ამიტომ ეს ღონისძიება ჩატარდა მისი მემკვიდრის, ბატონიშვილი ანას უშუალო ხელმძღვანელობით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სამეფოს გვირგვინის ორდენის კავალრები, მოწვეული სტუმრები.

ბატონი კლაოდიო სოარეს როშა, საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის მიერ, ასევე დანიშნულ იქნა საქართველოს სამეფო სახლის ოფიციალურ წარმომადგენლად ბრაზილიაში.

ბატონმა კლაოდიომ უღრმესი მადლიერება გამოხატა იმ პატივისათვის, რაც მას საქართველოს სამეფო სახლმა მიანიჭა და აღუთქვა, რომ დაიცავს არა მარტო საქართველოს სამეფო სახლის ღირსებასა და ინტერესებს, არამედ საქართველოს კეთილდღეობისთვისა და ინტერესებისთვისაც არ დაიშურებს საკუთარ ძალისხმევას", - აღნიშნულია საქართველოს სამეფო სახლის ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზე".

იხილეთ ასევე: ნონა გაფრინდაშვილს სამეფო გვირგვინის ორდენის მანდილოსნობა მიენიჭა (+ფოტო)

საქართველოს სამეფო ოჯახმა ლევან ვასაძეს რაინდის წოდება მიანიჭა (+ფოტორეპორტაჟი)

საქართველოს სამეფო კარმა რუს სასულიერო პირს რაინდის წოდება მიანიჭა (+ფოტო)

საქართველოს სამეფო ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

რას უკავშირდება რაინდული ინსტიტუტის დაარსება - სამეფო სახლის ოფიციალური განმარტება

რეზო ჩხეიძეს რაინდის წოდება მიენიჭა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს