ვიტალი ზახარჩენკო - ოპოზიციას აღარ შესწევს ძალა, გავლენა იქონიოს რადიკალურ დაჯგუფებებზე

ვიტალი ზახარჩენკო - ოპოზიციას აღარ შესწევს ძალა, გავლენა იქონიოს რადიკალურ დაჯგუფებებზე

მილიციასა და დემონსტრანტების ლიდერებს შორის მოლაპარაკებებმა, რომელიც მთელი ღამით გრძელდებოდა, შედეგი არ გამოიღო. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტალი ზახარჩენკომ განაცხდა.

მისივე თქმით, კიევში განვითარებულმა მოვლენებმა მაღალი დონის ექსტრემისტული ქმედების სახე მიიღო.

"ოპოზიციას უკვე აღარ შესწევს ძალა, გავლენა იქონიოს რადიკალურ დაჯგუფებებზე, რომლებიც დაკავებულ შენობებს აკონტროლებენ და ძალადობრივ აქციებს მართავენ", - განაცხადა ზახარჩენკომ.

ამასთან, როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დემონსტრანტებმა მათი მოწოდებები არ შეისმინეს და დაარღვიეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ზახარჩენკოს თქმით, მილიციის მიმართულებით დემონსტრანტები კვლავ ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს.

"საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი არ უნდა დახუჭოს ამ მოვლენებზე, რომლებიც ექსტრემისტულ ხასიათს ატარებს. ოპოზიციის ლიდერები ვეღარ აკონტროლებენ რადიკალურ ძალებს და საფრთხის ქვეშ აყენებენ უკრაინის მოქალაქეებს", - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა