შტეფან ფულე - ევროკავშირი ჩართულია უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებაში

შტეფან ფულე - ევროკავშირი ჩართულია უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებაში

ევროკავშირი კვლავინდებურად ჩართულია უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანად, მოლაპარაკებების გზით გადაჭრის ხელშეწყობაში. ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ უკრაინაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

როგორც შტეფან ფულემ საკუთარ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციის წევრებთან შეხვედრისას, მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია დასრულდეს ძალადობა, ბრძოლა იმ პირთა დაუსჯელობის წინააღმდეგ, ვინც დამნაშავეა ადამიანთა უფლებების დარღვევაში.

"აუცილებელია, გაგრძელდეს დიალოგი, რათა მოიძებნოს გამოსავალი კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელიც ქვეყნაში მომავალში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის. კიევში ჩემმა მოლაპარაკებებმა აჩვენა კონკრეტული ნაბიჯების აუცილებლობა, რათა ადამიანებს შორის ნდობა აღდგეს, შეჩერდეს ძალადობა და დაშინება, რომლის მეორე ეტაპიც, შექმნილი კრიზისის შეწყვეტისკენ მიმართული პოლიტიკური პროცესი იქნება", - ნათქვამია ფულეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, ევროკავშირი გააგრძელებს ამ პროცესში მონაწილეობას, რათა უკრაინას სიტუაციის დე-ესკალაციასა და კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიებაში დაეხმაროს. მისივე თქმით, ამას მოწმობს უკრაინაში მომავალი კვირისთვის დაგეგმილი კეტრინ ეშტონის ვიზიტი.

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდა. ამასთან, როგორც შტეფან ფულემ აღნიშნა, ის მაიდანზეც იმყოფებოდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა