ქეთა თოფურია ჩინეთში პირბადით მოგზაურობს

ქეთა თოფურია ჩინეთში პირბადით მოგზაურობს

რუსული შიუბიზნესის ქართველი ვარსკვლავი, ქეთა თოფურია მეუღლესთან ერთად მთელს მსოფლიოში მოგზაურობს. ამჯერად ახალგათხოვილი მომღერალი ჩინეთში, კერძოდ, ჰონგკონგში ერთობა, თუმცა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოებით თაყვანისმცემლები თავის ჯანმრთლეობაზე აალაპარაკა. საქმე ისაა, რომ ჰონგკონგის ქუჩებში გადაღებულ ფოტოზე ქეთას და მის მეუღლეს სამედიცინო პირბადეები ამშვენებთ. ამ უცნაური იმიჯით გაოცებული თაყვანისმცემლები მომღერალს მხარს უჭერენ და სიფრთხილის ასეთ ზომასაც უწონებენ.

ქეთას პირბადის მორგება მხოლოდ ჰონგკონგის ქუჩებში დაგროვილი ჭარბი გამონაბოლქვის გამო არ დასჭირვებია. როგორც აღმოჩნდა, ქალაქი სპეციფიკურ კლიმატურ ზონაში მდებარეობს, სადაც ინფექციების გავრცელების დონე ძალიან მაღალია. მიკრობების სწრაფად გავრცელების გამო ქალაქის მოსახლეობის თითქმის ნახევარი მუდმივად ავადაა. ტურისტებისთვის განსაკუთრებით სახიფათოდ ითვლება ხალხმრავალი უბნები. როგორც ჩანს, ქეთას და მის მეუღლეს ჯანმრთელობით გარისკვა არ სურთ. მით უმეტეს, რომ ჩინეთში ჰაერის დაბინძურების დონე დიდი ხანია მსოფლიოს შეშფოთებას იწვევს. ამის გამო პერიოდულად იხურება სკოლები და აეროპორტები.

მომზადებულია onlynew.info-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება