ვის ეარშიყება 67 წლის ლაიზა მინელი

ვის ეარშიყება 67 წლის ლაიზა მინელი

ცნობილმა მსახიობმა 67 წლის ლაიზა მინელიმ განაცხადა, რომ მეთიუ მაკონაჰით მოხიბლულია. ახლახან, მინელი ფილმ "დალასის მყიდველთა კლუბის" წარმატებასთან დაკავშირებით გამართულ წვეულებაზე იმყოფებოდა. მაკონაჰი ამ ფილმში მთავარი როლის შესრულებისთვის "ოსკარზეა" ნომინირებული.

ღონისძიებაზე მეთიუ და მისი კოლეგები იყვნენ მიწვეულნი.

ლაიზას მთელი საღამო თვალი არ მოუშორების მსახიობისთვის, შემდეგ კი მას მიუახლოვდა და უთხრა: "ძვირფასო, თუ ამ როლისთვის "ოსკარს" ვერ მიიღებ, ჩემსას მოგცემ".

ერთ-ერთი ამერიკულ გამოცემა წერს, რომ წვეულებაზე მსახიობი მეთიუს ეარშიყებოდა და რამდენჯერმე მაკონაჰი გააწითლა კიდეც.

მოუწევს თუ არა ლაიზას მეთიუს "ოსკარი" დაუთმოს, თუ მსახიობი საკუთარს მიიღებს "ოსკარის" გადაცემის ცერემონიაზე გაირკვევა, რომელიც 2 მარტს ლოს-ანჯელესში გაიმართება.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება