ბადრი პატარკაციშვილის საჩუქარი ხვიჩა მაღლაკელიძეს - "მისი ღირებულება 7 ათასი გირვანქა სტერლინგია

ბადრი პატარკაციშვილის საჩუქარი ხვიჩა მაღლაკელიძეს - "მისი ღირებულება 7 ათასი გირვანქა სტერლინგია

"ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი კარ­გი რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და", - ამ­ბობს მუ­სი­კო­სი ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე. ბო­ლო დროს პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო. მოს­წავ­ლე­ებს "პა­ცი­ენ­ტებს" ეძა­ხის და იქ­ვე გან­მარ­ტავს, - "ა­რას­წო­რი, უგე­მოვ­ნო მუ­სი­კის­გან ვკურ­ნავ".

პრეამბულის მაგიერ

- სულ რამ­დე­ნი გი­ტა­რა გაქვს?

- 13. ნა­წი­ლი თა­ვად მაქვს შე­ძე­ნი­ლი, ნა­წი­ლი - ნა­ჩუ­ქა­რია. ერ­თი ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ხელ­ნა­კე­თი გი­ტა­რა მაქვს, რო­მე­ლიც ოს­ტატ­მა 2000 წელს მხო­ლოდ ჩემ­თ­ვის გა­ა­კე­თა და მა­ჩუ­ქა.

- მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი რო­მე­ლია?

- "ჯიფ­სო­ნის" ფირ­მამ სულ 100 ეგ­ზემ­პ­ლა­რი გა­მო­უშ­ვა, "რო­ლინგ სთო­უნ­სის" გი­ტა­რისტს, რო­ნი ვუდს მი­უძღ­ვ­ნა. გი­ტა­რა­ში ში­და მხრი­დან მი­სი ავ­ტოგ­რა­ფიც არის. ჩე­მი გი­ტა­რა 92-ა.

- სად შე­ი­ძი­ნე?

- მე არ შე­მი­ძე­ნია, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა მა­ჩუ­ქა. 7 ათა­სი გირვანქა სტერ­ლინ­გი აქვს გა­დახ­დი­ლი. მე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მუ­სი­კო­სი მას­თან ვმუ­შა­ობ­დით. რო­ცა სტუმ­რე­ბი ჰყავ­და, მი­ღე­ბე­ბი, ბან­კე­ტე­ბი, მუ­სი­კა­ლურ ფონს ვუქ­მ­ნი­დით. ხში­რად ღო­ნის­ძი­ე­ბა "ღვი­ნის­ძი­ე­ბა­ში" გა­და­იზ­რ­დე­ბო­და ხოლ­მე და... პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­თან 7 წე­ლი ვი­მუ­შა­ვე და ის პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. ეს არც ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში არ მით­ქ­ვამს. ერთ სა­ღა­მოს, სუფ­რას­თან მიხ­მო, - ხვი­ჩა, მო­დი, რა­ღაც უნ­და გკითხო, ლონ­დონ­ში გი­ტა­რა შე­ვი­ძი­ნე, ძა­ლი­ან ძვი­რი, 7 ათა­სი გირვანქა სტერ­ლინ­გი მი­ვე­ცი და ასე­თი ძვი­რი შე­იძ­ლე­ბა ღირ­დეს? - ბა­ტო­ნო ბად­რი, ზო­გი­ერ­თი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი მე­ტიც ღირს-მეთ­ქი. - შე­მი­მოწ­მე რო­გო­რიაო და დარ­ბაზ­ში ეს გი­ტა­რა შე­მო­ი­ტა­ნეს. და­ვუ­კა­რი და... რო­ი­ა­ლი­ვით ხმა, ძა­ლი­ან კარ­გი ჟღე­რა­დო­ბა აქვს. სა­და­ფის თვლე­ბი­თაა მო­ჭე­დი­ლი. - შენ გჩუქ­ნიო, მითხ­რა. ლა­მის გუ­ლი გა­მი­ჩერ­და, მეტყ­ვე­ლე­ბის უნა­რი დავ­კარ­გე. სცე­ნა­ზე ჯერ არ გა­მი­ტა­ნია. ფო­ლა­დის სი­მე­ბი აქვს, ცო­ტა­თი მძი­მე და­საკ­რა­ვია, მაგ­რამ ის ჟღე­რა­დო­ბა, რო­მელ­საც გა­მოს­ცემს, ამად ღირს. მთლი­ა­ნად ხეა, რაც იშ­ვი­ა­თო­ბაა. ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი გი­ტა­რე­ბის უმე­ტე­სო­ბაც კი ლა­მი­ნა­ტის­გან მზად­დე­ბა, ხეს მხო­ლოდ წი­ნა მხა­რეს უკე­თე­ბენ. ფიჭ­ვის ხე უფ­რო ცეცხ­ლო­ვან ხმებს გა­მოს­ცემს, რაც ძა­ლი­ან მომ­წონს, ნაძ­ვის ხე - თბილ ხმებს.

- მუ­სი­კოს­თა ბი­ოგ­რა­ფი­ებს რამ­დე­ნად ხში­რად ეც­ნო­ბი?

- ბევ­რი ვინ­მეს ბი­ოგ­რა­ფია წა­მი­კითხავს, მაგ­რამ რო­მე­ლი­მე­ზე ვა­ფა­ნა­ტებ-მეთ­ქი, რომ გითხ­რა, ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბა. ძა­ლი­ან მომ­წონს ეს­პა­ნე­ლი მუ­სი­კო­სი, ვირ­ტუ­ო­ზი პა­კო დე ლუ­სია. ამ ადა­მი­ან­მა ეპო­ქა შექ­მ­ნა. ერ­თი პე­რი­ო­დი მი­სი ყვე­ლა კომ­პო­ზი­ცია ზე­პი­რად ვი­ცო­დი. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­დის რა და რო­გორ და­წე­რა. ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში ეს ცო­ტა­თი რთუ­ლი იყო, მე­რე ინ­ტერ­ნე­ტი შე­მო­ვი­და და... მუ­სი­კა­ლუ­რად ჩე­მი გან­ვი­თა­რე­ბა ამ ადა­მი­ა­ნის წყა­ლო­ბით მოხ­და.

- რო­გო­რი მკითხ­ვე­ლი ხარ?

- მსუ­ბუ­ქი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი მომ­წონს, ო"ჰენ­რის, ილ­ფი და პეტ­რო­ვის ნა­წარ­მო­ე­ბებს დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვკითხუ­ლობ.

- წა­კითხულ ნა­წარ­მო­ე­ბებს ხელ­მე­ო­რედ უბ­რუნ­დე­ბი?

- ბულ­გა­კო­ვის "ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტა" ისე ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მგო­ნი, მე­ა­სე­ჯერ ვკითხუ­ლობ.

- რო­მელ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- ბულ­გა­კო­ვის კა­ტა ბე­ჰე­მოტ­თან და კო­რო­ვი­ოვ­თან, მათ­ში მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა და იუმო­რის გრძნო­ბა მხიბ­ლავს. ადა­მი­ანს იუმო­რი თუ არ აქვს, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მი­ჭირს. იმის არც შე­მოქ­მე­დე­ბა მინ­და, არც - დაკ­რუ­ლი, არც - და­ხა­ტუ­ლი.

- ეს მუ­სი­კა­ლუ­რი საკ­რა­ვი ორ­ნა­ი­რია - ენი­ა­ნი და უენო. რო­მელ საკ­რავ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ვა­ი­მე, მი­ნიშ­ნე­ბის თქმა არ შე­იძ­ლე­ბა?

- ხალ­ხუ­რი საკ­რა­ვია.

- სა­ლა­მუ­რი. ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში ქუ­ჩა­ში გი­ტა­რით სი­ა­რუ­ლი სირ­ცხ­ვი­ლი იყო. გრძელ თმა­სა და ბლან­ჟეს ვა­ტა­რებ­დი და უკ­ნი­დან მო­ძა­ხე­ბუ­ლი ხმა არა­ერ­თხელ გა­მი­გო­ნია, - შვი­ლო, შენ პატ­რო­ნი არ გყავს? ფან­დუ­რი და სხვა ხალ­ხუ­რი საკ­რა­ვე­ბი დიდ გო­ი­მო­ბად ით­ვ­ლე­ბო­და. მი­ხა­რია, რომ ახალ­გაზ­რ­დებ­მა მუ­სი­კა შე­იყ­ვა­რეს.

- "შენ ერ­თა­დერ­თი ხარ, ვის წი­ნა­შეც მუხლს ვიხ­რი და თავ­დახ­რი­ლი შევ­დი­ვარ შენს აკ­ლ­და­მა­ში" - ეს სიტყ­ვე­ბი ალექ­სან­დ­რე მა­კე­დო­ნელს ეკუთ­ვ­ნის. ვის მი­მარ­თავ­და ასე მხე­დარ­თ­მ­თა­ვა­რი?

- ასე მო­წი­წე­ბით ვის ეპყ­რო­ბო­და?

- სა­კუ­თარ ცხენს მი­მარ­თავ­და. არა­ბე­თის ქვეყ­ნებ­ში მა­მა­კა­ცე­ბი გრძელ თა­ვი­სუ­ფალ თეთრ ტან­საც­მელს ატა­რე­ბენ, ქა­ლე­ბი კი - შავ სა­მოსს. არა­ბე­ბის თვალ­თა­ხედ­ვით, რა­ტომ უნ­და ატა­რებ­დეს ქა­ლი მხო­ლოდ შავ სა­მოსს?

- მა­გა­თი წე­სე­ბი­სას რას გა­ი­გებ.

- ისი­ნი თვლი­ან, რომ ქა­ლი მა­მა­კა­ცის აჩ­რ­დი­ლია.

- ასე მძი­მე­დაა საქ­მე? მა­გათ­მა ნეკ­ნის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცი­ან? იცი­ან, მაგ­რამ არ სჯე­რათ.

- "ნუ ხარ­ჯავ ამ­დენ ძა­ლის­ხ­მე­ვას, ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სო მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხდე­ბა". ვინ არის ამ გა­მო­ნათ­ქ­ვა­მის ავ­ტო­რი?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- მარ­კე­სი. ეთან­ხ­მე­ბი?

- სა­უ­კე­თე­სო ამ­ბე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მარ­თ­ლა მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, არ და­ვე­თან­ხ­მო? მო­უ­ლოდ­ნე­ლად მა­ჩუ­ქეს პირ­ვე­ლი გი­ტა­რა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ვი­ცა­ნი ოთარ რა­მიშ­ვი­ლი, მე­რე - ჯე­მალ ბა­ღაშ­ვი­ლი.

- აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი გიყ­ვარს?

- სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს. კარ­ტის, ნარ­დის თა­მა­ში ნორ­მა­ლუ­რად არც კი ვი­ცი. კა­ზი­ნო­ებ­ზე ლა­პა­რა­კი სა­ერ­თოდ ზედ­მე­ტია.

- კა­მათ­ლის მო­პირ­და­პი­რე მხა­რე­ებ­ზე წერ­ტილ­თა ჯა­მის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­თ­ვის ერ­თია. და­ა­სა­ხე­ლე რამ­დე­ნი?

- 7.

- რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლი?

- რუ­მი­ნეთ­ში.

- "გან­გა­ში", "ხე­ვის­ბე­რი გო­ჩა", "ნი­ნო", "და­თა თუ­თაშ­ხი­ა" - ამ ფილ­მე­ბი­დან, რომ­ლის­თ­ვის არ და­უ­წე­რია მუ­სი­კა რე­ვაზ ლა­ღი­ძეს?

- გთხოვ, ფილ­მე­ბი ჩა­მო­მით­ვა­ლე. (გა­მე­ო­რე­ბის შემ­დეგ) "და­თა თუ­თაშ­ხი­ა".

- ექ­ს­ტ­რი­მის მოყ­ვა­რუ­ლი ხარ?

- არა, "ტა­ბუ­რეტ­კი­დან" რომ გად­მოვ­ხ­ტე, შე­იძ­ლე­ბა გუ­ლი გა­მის­კ­დეს.

- რო­მე­ლი ჯირ­კ­ვა­ლი გა­მო­ყოფს ად­რე­ნა­ლინს?

- არ ვი­ცი.

- თირ­კ­მელ­ზე­და.

- სა­ქა­ნე­ლა­ზე, კა­რუ­სელ­ზე ჯდო­მა არ შე­მიძ­ლია, ის­ტე­რი­კა­ში ვვარ­დე­ბი.

- სტა­ტის­ტი­კამ და­ამ­ტ­კი­ცა, რომ ისი­ნი დღე­ში 920 შე­კითხ­ვას სვა­მენ.

- ბავ­შ­ვე­ბი. სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გე­უბ­ნე­ბი. სა­ნამ მოხ­ვი­დო­დი, პა­ტა­რამ ასე­თი რამ მკითხა: - მა­მა, მე კარ­გი ვარ?

- და­ა­სა­ხე­ლე ცნო­ბი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც კი­ნო­ში იმე­და კა­ხი­ან­მა, ხო­ლო თე­ატ­რ­ში გო­გი გე­გეჭ­კორ­მა გა­ნა­სა­ხი­ე­რა.

- ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რის პერ­სო­ნა­ჟია?

- დი­ახ, იმე­რე­ლია.

- და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის პლა­ტონ სა­მა­ნიშ­ვი­ლი.

- ის პირ­ვე­ლად გვხვდე­ბა ძველ ეგ­ვიპ­ტე­ში, მი­სი ტა­რე­ბა ფა­რა­ონ­თა და მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის პრი­ვი­ლე­გია იყო. ძველ სა­ბერ­ძ­ნეთ­ში კი მი­სი ტა­რე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი იყო ყო­ვე­ლი ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, მო­ნე­ბის გარ­და. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- არ ვი­ცი..

- მი­გა­ნიშ­ნებ, ამ რა­ღა­ცას ქა­ლე­ბიც ატა­რებ­დ­ნენ და კა­ცე­ბიც. დღე­საც ასეა.

- ფეხ­საც­მე­ლი ხომ არა?

- გა­მო­ი­ცა­ნი. აინ­შ­ტა­ი­ნის აზ­რით, წარ­მა­ტე­ბა 3 ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა....

- (მაწყ­ვე­ტი­ნებს) არ მითხ­რა, ჩა­მო­მით­ვა­ლეო. ეგ რომ ვი­ცო­დე, რა­ღა მი­ჭირ­და.

- აინ­შ­ტა­ი­ნი თვლი­და, რომ პირ­ვე­ლი ეს არის იღ­ბა­ლი, მე­ო­რე - თა­მა­ში და მე­სა­მე?

- ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ.

- ენა­ზე კბი­ლის და­ჭე­რის უნა­რი.

- ო! ეს უნა­რი მარ­თ­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მე დი­დად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არ მაქვს.

- რო­მე­ლი ცხო­ვე­ლი ზრუ­ნავს თა­ვის ნა­ში­ერ­ზე ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს, - დათ­ვი, კა­ტა, ძაღ­ლი თუ სპი­ლო?

- სპი­ლო.

- ის 1899 წელს ნე­ა­პოლ­ში და­ი­ბა­და. წა­მო­ი­ზარ­და თუ არა, ბე­დის სა­ძი­ებ­ლად ნიუ-იორ­კ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა, მა­ლე კრი­მი­ნა­ლურ­მა სამ­ყა­რომ ჩა­ით­რია. თა­ვი­დან ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივ ბან­და­ში დამ­ხ­მა­რე ბი­ჭად იყო, მაგ­რამ მი­სი ნი­ჭი მა­ლე შე­ამ­ჩ­ნი­ეს და კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­უც­ვა­ლეს. 1929 წელს ის იარა­ღის ტა­რე­ბის­თ­ვის და­ა­პა­ტიმ­რეს. ცი­ხე­ში შე­უზღუ­და­ვი უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობ­და. მე­ო­რედ ბრა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­და­უხ­დე­ლო­ბის­თ­ვის წა­უ­ყე­ნეს.

- ალ კა­პო­ნე.

- ამ მწე­რალ­მა პირ­ვე­ლი მოთხ­რო­ბა - "ბავ­შ­ვო­ბა" თბი­ლის­ში ყოფ­ნის დროს და­წე­რა, რომ­ლი­თაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ყრმო­ბა­სა" და "სი­ჭა­ბუ­კეს­თან" ერ­თად ავ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ტრი­ლო­გია შე­ად­გი­ნა. ის არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რია. მას­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­უხ­დე­ნია და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­სა და გერ­გე­ტის სა­მე­ბას...

- ლევ ტოლ­ს­ტოი.

- მო­რი­ე­ლი ვერ იტანს ალ­კო­ჰოლს, სულ პა­ტა­რა წვე­თის შე­ხე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი რას აკე­თებს იგი?

- არ ვი­ცი, რა­მე სა­ოც­რე­ბას სჩა­დის?

- თავს იკ­ლავს.

- მარ­თ­ლა? პირ­ვე­ლად გა­ვი­გე, სა­ინ­ტე­რე­სოა.

- "ბუ­ნე­ბის წე­სია ასე­თი, მა­ხინ­ჯი ლა­მაზ­თან ყოფ­ნას მი­ელ­ტ­ვის მუ­დამ, მან­კი­ე­რი - უმან­კოს­თან, რეგ­ვე­ნი ბრძენს აეკი­დე­ბა, ყბე­დი - მდუ­მა­რეს, ხო­ლო ლა­ჩა­რი - გმირს". და­ა­სა­ხე­ლე ამ სიტყ­ვე­ბის ავ­ტო­რი ქარ­თ­ვე­ლი კლა­სი­კო­სი.

- კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია.

- ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის "კა­ცია-ადა­მი­ა­ნი?!" გა­ვიხ­სე­ნოთ. რა ერ­ქ­ვა ლუ­არ­სა­ბი­სა და და­რე­ჯა­ნის მა­ჭან­კალს, რო­მელ­საც მეტ­სა­ხე­ლად "სუტ კნე­ი­ნა­საც" ეძახ­დ­ნენ.

- ხო­რე­შა­ნი.

- დი­ახ. ცეცხ­ლ­სას­როლ იარაღ­ში კარ­გად ერ­კ­ვე­ვი?

- არა.

- რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი იარა­ღის შემ­ქ­მ­ნე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა ახ­ლა­ხან?

- "კა­ლაშ­ნი­კო­ვის".

- რა ჰქვია რიცხ­ვი 13-ის შიშს?

- არ ვი­ცი.

- ტრის­კა­ი­დე­ფო­ბია. თა­ვად თუ გაქვს რაიმე ფო­ბია?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა­ნა­ი­რი ფო­ბია არ მჭირს. ად­რე სი­მაღ­ლის ში­ში მქონ­და. ბი­ნა მე-16 სარ­თულ­ზე ვი­ყი­დე და ეს ში­ში დავ­ძ­ლიე.

- "...შემ­დეგ კი თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა, რომ მეც­ნი­ე­რე­ბა არ დარ­ჩეს მკვდარ სიტყ­ვად და მო­დურ ფრა­ზად" - ამ სიტყ­ვე­ბით ბო­ლოვ­დე­ბა ერთ-ერ­თი ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი. რო­გორ იწყე­ბა იგი?

- არ ვი­ცი.

- მი­გა­ნიშ­ნებ, ამ გა­მო­ნათ­ქ­ვა­მის ავ­ტო­რი ლე­ნი­ნია.

- ე.ი. ლე­ნი­ნის ცნო­ბი­ლი სიტყ­ვე­ბი უნ­და გა­ვიხ­სე­ნო?

- რო­გორ გვას­წავ­ლიდ­ნენ, ლე­ნინ­მა რა დაგ­ვი­ბა­რაო?

- "სწავ­ლა, სწავ­ლა და სწავ­ლა"...

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება