სკანდალური "გრემი": ცერემონიალზე 33 გეი და ჰეტერო წყვილი დააქორწინეს

სკანდალური "გრემი": ცერემონიალზე 33 გეი და ჰეტერო წყვილი დააქორწინეს

26 იანვარს ლოს-ანჯელესში, შოუბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, "გრემის" რიგით 56-ე დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია ჩატარდა. წითელი ხალიჩა, შთამბეჭდავი შოუ-პროგრამა, ორიგინალური კოსტუმები, ლამაზი კაბები - ეს "გრემის" ცერემონიის სტანდარტული სანახაობაა, მაგრამ წლევანდელი ღონისძიება გამორჩეული იმით იყო, რომ 33 გეი და ჰეტერო წყვილი პირდაპირ ეთერში დააქორწინეს.

ამერიკელი რეპერის მაკლემორისა და რაიან ლევისის სიმღერა "ერთნაირი სიყვარული" ერთგვარ ჰიმნად იქცა დარბაზში მყოფი 33 ახალდაქორწინებულისთვის. ქორწინება სიმბოლურად ოფიციალურად სცნო მომღერალმა ქუინ ლატიფამ. ამ დროს სცენაზე გამოჩნდა მადონაც და რამდენიმე ჰიტი შეასრულა.

"სიყვარულზე შექმნილი ეს სიმღერა მხოლოდ ზოგიერთისთვის არაა, ის ყველასთვისაა. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა ვიზეიმოთ სიყვარული და ჰარმონია ყველა ბავშვში, ყველა ფერში. აქ მყოფ ხალხს რომ ვუყურებ, მიხარია, რომ ვხედავ 33 წყვილს, რომლებმაც გადაწყვიტეს, ეზეიმათ თვიანთი ფიცის დადება აქ, ლოს-ანჯელესში. ჩემთვის დიდი პატივია, ვთხოვო მათ, გაცვალონ ბეჭდები. ახლა კი ყველას გაცხადებთ დაქორწინებულად", - განაცხადა ლატიფამ.

სანახაობით აღფრთოვანებულმა ბევრმა ვარსკვლავმა ემოცია ვერ შეიკავა და ატირდა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია hollywoodreporter.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება