რა პრობლემები შეუქმნა თამუნა მუსერიძეს ყოფილ ქმართან ჩახუტებამ

რა პრობლემები შეუქმნა თამუნა მუსერიძეს ყოფილ ქმართან ჩახუტებამ

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე "ფეისბუქზე" ყოფილ მეუღლესთან, აჩი ფურცელაძესთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე აჩი ფურცელაძეს მუსერიძე ხელში ჰყავს აყვანილი. როგორც ჩანს, ამ ფოტოს გამოქვეყნებას და ყოფილი მეუღლეების ერთმანეთთან შეხვედრას გაუგებრობა მოჰყვა.

მოგვიანებით, ტელეწამყვანმა "ფეისბუქზე" აჩის და მისი შეყვარებულობის დროს გადაღებული სხვა ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც წერს: "მათ, ვინც არ იცის, არ ახსოვს და არ უნდა გაიგოს. აჩი ფურცელაძე 9 წლის წინ იყო ჩემი ქმარი. მას შემდეგ რაც დავშორდით, ვმეგობრობთ (ოღონდ პროსტა, სპონტამ მეგობრობა არ გვაქვს). იმაზე უფრო ახლობელია ჩემთვის, ვიდრე ბევრი ნაცნობი, მეგობარი ა.შ. ეს აქედანვე გაიგეთ და შეიგნეთ, მერე რომ არ იყოს გაურკვეველი სიტუაციები, პრეტენზიები და ა.შ!!!".

ვისთან შეექმნა ყოფილ ქმართან შეხვედრის გამო პრობლემა და ვის აფრთხილებს სამომავლოდ, თამუნა ამაზე არაფერს ამბობს. თუმცა კომენტარებში წერს, რომ ეს პოსტი ჟურნალისტებს და ინტერნეტ-საიტებს ნამდვილად არ ეხება.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება