სოჭის მერი: ჩვენ ქალაქში გეები არ გვყავს

სოჭის მერი: ჩვენ ქალაქში გეები არ გვყავს

სოჭის მერმა ანატოლი პახომოვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მის ქალაქში გეები არ არიან.  ანატოლი პახომოვმა აღნიშნა, რომ სოჭში ნებისმიერი ადამიანის, განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციისა, სტუმრობით მოხარულები იქნებიან, თუმცა თქვა, რომ მათ პატივი უნდა სცენ რუსულ კანონებს.

"ჩვენი სტუმართმოყვარეობა ვრცელდება ყველაზე, ვინც პატივს სცემს რუსეთის ფედერაციის კანონებს და თავიანთ ჩვევებს  სხვას თავზე არ ახვევს", - აღნიშნა მერმა.

BBC-ს კორესპონდენტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ გეებს სოჭში თავიანთი ორიენტაციის დამალვა უწევთ, პოხომოვმა უარყოფითად უპასუხა.

"არა, ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ ეს თქვენი საქმე და თქვენი ცხოვრებაა, მაგრამ აქ, კავკასიაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს მისასალმებელი არაა. ჩვენ ქალაქში ასეთები (გეები) არ გვყავს",- განაცხადა ანატოლი პახომოვმა. თუმცა, აქვე სოჭოს მერმა ისიც აღნიშნა, რომ სინამდვილეში ამაში დარწმუნებული არ არის და  უბრალოდ პირადად ის არ იცნობს ასეთებს.  

როგორც BBC წერს, კორესპონდენტი ადგილობრიც გეი-კლუბს ეწვია და აღმოაჩინა, რომ სოჭში განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები არიან. თუმცა, როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ლგბტ საზოგადოება სოჭში სულ უფრო მცირდება.

სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 7 თებერვალს იხსნება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა