"გრემის" 3 ყველაზე სექსუალური კაბა

"გრემის" 3 ყველაზე სექსუალური კაბა

26 იანვარს ლოს-ანჯელესში, შოუბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, "გრემის" რიგით 56-ე დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია ჩატარდა. წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფებისთვის ცნობილი ვარსკვლავები პოზირებდნენ. ყველაზე თამამები ბიონსე, პერის ჰილტონი და ალისია კისი აღმოჩნდნენ - მათ სექსუალური კაბები შეარჩიეს.

მომღერალი ბიონსე მსგავს ცერემონიალებზე ყოველთვის თამამ კოლექციებს ანიჭებს უპირატესობას და გამონაკლისი არც "გრემი" ყოფილა. ვარსკვლავს დიზაინერ მაიკლ კოსტელოს ესკიზით შექმნილი კაბა ეცვა. ძირითადი ნაჭერი კრემისფერი იყო, რომელსაც ყვავილების ფორმის თეთრი მაქმანები ფარავდა; კაბას ზურგი ღრმად ამოჭრილი ჰქონდა. თეთრი მაქმანები სხეულის ინტიმურ ადგილებს ფარავდა და ისეთი შეგრძნება რჩებოდა, თითქოს მომღერალი ღონისძიებაზე შიშველი მივიდა. 

ცერემონიალზე მომღერალი ტეილორ სვიფტი "გუჩის" კაბით მივიდა. ვარსკვლავმა არჩევანი ტანზე გამოკვეთილ ვერცხლისფერ სამოსზე შეაჩერა - კაბას მკერდსა და მკლავებზე ერთგვარი ბადე ფარავდა. კაბის შესაფერისად, ტეილორს ვერცხლისფერი საყურე ეკეთა.

სექსუალური კეტი პერი ფოტოგრაფების წინაშე იტალიელი დიზაინერის, ვალენტინოს კაბით პოზირებდა. მომღერალს კრემისფერი კაბა ეცვა, ქვედატანი კი მუსიკალური ნოტებით ამოქარგული თეთრი ნაჭრით სრულდებოდა. კაბა გამჭირვალეა და წითელ ხალიჩაზე პერის ლამაზი ფეხები კარგად ჩანდა. სიფრიფანა, დახვეწილი კაბა მომღერალმა ზედმეტი სამკაულითა და მაკიაჟით არ გადატვირთა.

მადონა ცერემონიალზე კოსტუმით, თეთრი პერანგით, ჰალსტუხითა და ქუდით მივიდა. მომღერალს თან ახლდა მისი 8 წლის ვაჟი, დევიდი. დედა-შვილი წითელ ხალიჩაზე ერთად პოზირებდნენ.

მუსიკალურმა ჟურნალმა Billboard-მა მომღერალ ფინქს რამდენიმე თვის წინ "წლის ქალის" წოდება მიანიჭა. ვარსკვლავმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 34 წლის ასაკშიც ისეთივე მიმზიდველია, როგორც კარიერის დასაწყისში. მომღერალმა უპირატესობა სიდნეიში მოღვაწე დიზაინერის, ჯოანა ჯონსონის წითელ კაბას მიანიჭა. ფინქი ტანზე გამოკვეთილ წითელ კაბაში, რომელსაც მკერდზე ღრმად ამოჭრილი ბუსტჰალტერი ამშვენებდა, შესანიშნავად გამოიყურებოდა.

ალისია კისი წითელ ხალიჩაზე Armani Privé-ს ლურჯი ფერის კაბით პოზირებდა. აბრეშუმის პრიალა ქსოვილს მკერდზე ღრმად ამოჭრილი დეკოლტე ჰქონდა. კაბა მთლიანად სადა და გრძელი იყო. როგორც ჩანს, ვარსკვლავი შეეცადა, ისეთი ქსოვილი შეერჩია, რომელიც მის განიერ თეძოებს უკეთ წარმოაჩენდა.

პერის ჰილტონმა ჩვეულ სტილს არც ამჯერად უღალატა და ღონისძიებაზე ნახევრად შიშველი მივიდა; თეთრი კაბა წინა მხარეს თუ მთლიანად დახურული იყო, უკან გამჭირვალე, კრემისფერი ქსოვილით სრულდებოდა - ზურგსა და ქვედატანზე ყვავილების ფორმის ნაქარგები ქონდა ჩადგმული.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება