ჯულია რობერტსი - მიყვარს ჭამა და ოჯახის წევრებისთვის საჭმლის მომზადება

ჯულია რობერტსი - მიყვარს ჭამა და ოჯახის წევრებისთვის საჭმლის მომზადება

ჯულია რობერტსმა, რომელიც ფილმ August-ისთვის "ოსკარზეა" ნომინირებული, განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა გადასაღებ მოედანზე არის თუ არა, ის  ყოველთვის მუშაობს. მსახიობი მუშაობს სახლშიც. ვარსკვლავს სამი შვილი ჰყავს და ეს ხუმრობა საქმე როდია.

46 წლის ჯულია რობერტსი 11 წელია ოპერატორ დენი მოდერის მეუღლეა. წყვილს 3 შვილი ჰყავს - 9 წლის ტყუპები - ჰეზელი და ფინეასი და 6 წლის ჰენრი.

ბოლო დროს ჯულია ფილმებში არც ისე ხშირად მონაწილეობს. საინტერესოა, რამდენად მოსწონს მსახიობს ფილმში თავისი ახალი როლი?

ჯულია რობერტსი:ჩემთვის იშვიათობაა, ვიპოვო რაღაც განსაკუთრებით საინტერესო სამსახიობო საქმეში. მე მყოფნის გამოწვევები პირად ცხოვრებაში, ამიტომ  ეს როლი ნამდვილი საჩუქარია. ფილმი დაფუძნებულია პიესაზე, რომელიც მე ნანახი მაქვს. ეს არის არაჩვეულებრივი ისტორია სრულიად დაშლილ ოჯახზე, რომელიც დაკრძალვის შემდეგ შეიკრიბება. ეს სიტუაცია კი "აფეთქების" მოლოდინს ჰგავს.

- ფილმში, ძირითადად, კამათი სასადილო მაგიდასთან ხდება. რა ხდება რობერტსის სამზარეულოში?

- ეს არის კარგი ფილმი იმის გასაგებად, რა გაგაჩნია სახლში. ძალიან მიყვარს ჭამა, ოჯახის წევრებისთვის სადილის მომზადება და ადამიანების დაპურება. მიყვარს ოჯახის შეკრება სასადილო მაგიდასთან.  ეს ნამდვილად გულწრფელობის ადგილია... ჩემი სასადილო ოთახი ძალიან ჰარმონიულია...

მსახიობი ამბობს, რომ სახლში ყოფნას მისთვის დიდი სიხარული მოაქვს.  "სახლში ცხოვრებას დიდი სიხარული მოაქვს. ჩემი ცხოვრება შეიცვალა, ნაკლებს ვმუშაობ. თუმცა, სინამდვილეში მე არასდროს ვუთმობდი გადაღებებს  ძალიან ბევრ დროს. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა შენ სამი შვილი გყავს, მთელი დღე გიწევს  მუშაობა. როცა არ ვარ გადასაღებ მოედანზე, დილით 5:15 წთ-ზე ვდგები, რათა ყველაფერი მოვასწრო. ვამზადებ საუზმეს, მიმყავს ბავშვები სკოლაში. კვირაში ოთხი დღე იქ მოხალისედ ვმუშაობ. შემდეგ ვბრუნდები სახლში და ვამზადებ ვახშამს.

შეგახსენებთ, ჯულია რობერტსი ქალის მეორეხარისხოვანი როლის კატეგორიაში ”ოსკარზეა” ნომინირებული ფილმისთვის August.

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება