მიშას ”პირადი პაროდისტი” ექსპრეზიდენტსა და ნუკი კოშკელიშვილზე

მიშას ”პირადი პაროდისტი” ექსპრეზიდენტსა და ნუკი კოშკელიშვილზე

ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლი მა­ყუ­რე­ბელ­მა და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი წლის წინ გა­იც­ნო აწ უკ­ვე ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­რო­დი­ის შეს­რუ­ლე­ბით. სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლი ეკ­რან­ზე ნაკ­ლე­ბად ჩანს, თუმ­ცა კვლავ "კო­მე­დი შო­უს" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში რჩე­ბა.

- ქარ­თლოს, ამ­ბო­ბენ, რომ ამე­რი­კა­ში აპი­რებ წას­ვლას, მარ­თა­ლი­ა?

- არ მეს­მის, სა­ი­დან იგო­ნე­ბენ ასეთ ჭო­რებს, შე­იძ­ლე­ბა ხვალ ისიც თქვან, ქარ­თლო­სი ლექ­ტო­რი უნ­და გახ­დე­სო, ყვე­ლა­ფე­რი კი არ უნ­და და­ი­ჯე­როთ (ი­ცი­ნის). მი­შა ბო­ლოს იცით, რო­დის ვნა­ხე, რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ღია კა­რის დღე რომ გა­მო­აცხ­ა­დეს, მა­შინ. სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით ავე­დი, ჩა­ვე­ხუ­ტე, ჯან­მრთე­ლო­ბა და დიდ­ხანს სი­ცოცხ­ლე ვუ­სურ­ვე.

- ანუ აქ აპი­რებ დარ­ჩე­ნას?

- (სა­ა­კაშ­ვი­ლის ხმით) ვინ­მეს თუ ჰგო­ნი­ა, არ ვივ­ლი ჩემს ქვე­ყა­ნა­ში და ჩემს ხალ­ხთან, ძა­ლი­ან ცდე­ბა. აკონ­ტრო­ლეთ ჩე­მი გა­და­ად­გი­ლე­ბა - მე დავ­დი­ვარ "მარ­შრუტ­კით", მეტ­რო­თი, ვე­ლო­სი­პე­დით და ფე­ხით. აუ­ცი­ლებ­ლად ვივ­ლი ჩემს საყ­ვა­რელ ბა­თუმ­ში. თი­თო­ე­უ­ლი შე­ჩე­რე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა და ჩამ­ქრა­ლი შე­ნო­ბა ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს შე­ერ­თე­ბას აპა­რატ­თან.

- რო­გორც ვი­ცი, სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის პა­რო­დი­ის გა­კე­თე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად იუ­ა­რე, რა­ტომ?

- ყვე­ლას უდი­დეს პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ სხვის პა­რო­დი­ას მა­ინც არ გა­ვა­კე­თებ. გარ­და იმი­სა, რომ ამის სურ­ვი­ლი არ მაქვს, სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­რო­დი­ის­ნა­ი­რი შე­იძ­ლე­ბა არც გა­მო­მი­ვი­დეს...

- ბო­ლომ­დე მი­შას პა­რო­დის­ტად რჩე­ბი?

- და­ვით ბაქ­რა­ძე­საც რომ გა­ე­მარ­ჯვა არ­ჩევ­ნებ­ში, მის პა­რო­დი­ა­საც კი არ გა­ვა­კე­თებ­დი.

- ცნო­ბი­ლი­ა, რომ მე­გობ­რობ­დი სა­ა­კაშ­ვილ­თან, მას­თან ყვარ­ლის რე­ზი­დენ­ცი­ა­შიც იყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი უკ­რა­ი­ნის ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად.

- ვოც­ნე­ბობ­დი, მი­შას ვე­ნა­ხებ­ში მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი. იუ­შჩენ­კო რომ ჩა­მო­ვი­და, მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში ვი­ყა­ვი სტუმ­რად, და­მი­რე­კეს და მი­ვე­დი. სულ რა­ღაც 40 წუ­თი ვი­ყა­ვი პრე­ზი­დენ­ტის ყვარ­ლის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, დავ­კრი­ფეთ ყურ­ძე­ნი, დავ­წუ­რეთ და წა­მო­ვე­დი. სა­მეგ­რე­ლო­შიც რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მა­ინც მი­ვი­დო­დი რე­ზი­დენ­ცი­ა­ში. თა­ვად მი­შამ მი­მიწ­ვია სტუმ­რად.

- ბო­ლო დროს "ფე­ის­ბუქ­ზე" ათავ­სებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებ­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს, ამით სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დის მი­მართ მხარ­და­ჭე­რას გა­მო­ხა­ტავ?

- კარ­გად ვიც­ნობ ამ ხალხს, არა­ერ­თხელ შევ­ხვედ­რი­ვარ სხვა­დას­ხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ამ ყვე­ლა­ფერს პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა არა აქვს. ღა­რი­ბაშ­ვილ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბიც ხომ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე აგ­ვის­ტო­ში?

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა, ისევ მარ­ტო ხარ?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რომ მყავ­დეს, არ დავ­მა­ლავ­დი. არ მყავს და რა ვქნა?

- ცო­ტა ხნის წინ ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ავ­რცე­ლეს შე­ნი და ნუ­კი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბი, წერ­დნენ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ა­ნო...

- რა სიყ­ვა­რულ­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბით? სუ­რა­თებს რომ იღებ და ჭორს ავ­რცე­ლებ, არაა კარგი საქ­ცი­ე­ლი. არც უნ­და შე­იმ­ჩნი­ო, ასეთ ამ­ბავ­ზე თუ გაბ­რაზ­დე­ბი.

- გაბ­რაზ­დი?

- რო­ცა მტკნარ სიც­რუ­ეს გაბ­რა­ლე­ბენ, რო­გორ უნ­და გე­სი­ა­მოვ­ნოს?

- ნუ­კი კოშ­კე­ლიშ­ვილ­თან მე­გობ­რობ?

- თავ­გა­დაკ­ლუ­ლი და დი­დი ხნის მე­გობ­რე­ბი არ ვართ, ვიც­ნობ კარ­გი მი­სალ­მე­ბით. ალ­ბათ გა­ე­ცი­ნა, ეს ჭო­რი რომ გა­ი­გო.

- მოგ­წონს კოშ­კე­ლიშ­ვი­ლის­ნა­ი­რი გო­გო­ნე­ბი?

- (მი­შას ხმით) მე უამ­რა­ვი გო­გო მომ­წონს. ქარ­თვე­ლი, ფრან­გი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი. ნე­ბის­მი­ე­რი გო­გო მომ­წონს, ქე­რა იქ­ნე­ბა, შავ­გრე­მა­ნი თუ წაბ­ლის­ფე­რი, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. მთა­ვა­რი­ა, სა­სი­ა­მოვ­ნო იყოს მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

ესაუბრა თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება