მანიკა ასათიანი - სასაცილო იქნებოდა ყოველ დღე მაკა ასათიანთან იმის შეთანხმება, რას ჩავიცვამდი

მანიკა ასათიანი - სასაცილო იქნებოდა ყოველ დღე მაკა ასათიანთან იმის შეთანხმება, რას ჩავიცვამდი

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და მო­დე­ლი მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნი­ა. მა­ნი­კა მა­ყუ­რე­ბელ­მა წლე­ბის წინ "ჯე­ოს­ტა­რით" გა­იც­ნო, მსმე­ნელს თა­ვი სიმ­ღე­რი­თ და კარ­გი გა­რეგ­ნო­ბით და­ა­მახ­სოვ­რა.

- მა­ნი­კა, ამ­ჟა­მად რას საქ­მი­ა­ნობ?

- ბო­ლო დროს "მა­ეს­ტრო­ზე" გა­და­ცე­მა "მაღ­ვი­ძა­რას" წამ­ყვა­ნი ვი­ყა­ვი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ახ­ლა არ­ხზე რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა და ჩე­მი გა­და­ცე­მაც ამას შე­ე­წი­რა. ამი­ტომ ახ­ლა სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე თუმ­ცა სი­ახ­ლე­ე­ბის მო­ლო­დინ­ში ვარ. 

- "მა­ეს­ტრო­ზე" დარ­ჩე­ბი?

- არხს ნამ­დვი­ლად არ ვიც­ვლი. ისევ "მა­ეს­ტრო­ზე" დავ­რჩე­ბი, მაგ­რამ რა გა­და­ცე­მით დავ­ბრუნ­დე­ბი ეთერ­ში და რო­დის - ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი. დი­ლის გა­და­ცე­მა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ფორ­მა­ტი­თა და წამ­ყვა­ნე­ბით დაბ­რუნ­დე­ბა ეთერ­ში. თა­ვი­სუ­ფალ დროს ჩემს შვილ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ და ეს ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს. ყო­ველდღე 6 სა­ათ­ზე ვიღ­ვი­ძებ­დი და ცო­ტა გა­დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი, რამ­დე­ნი­მე კვი­რა დას­ვე­ნე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო­ა, თუმ­ცა მუ­შა­ო­ბას ბავ­შვო­ბი­დან მიჩ­ვე­უ­ლი ვარ. 

- ცნო­ბი­ლი­ა, რომ მა­კა ასა­თი­ა­ნი აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი "მა­ეს­ტროს" საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ახ­ლაც აგ­რძე­ლებ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას?

- რო­ცა "მა­ეს­ტრო­ზე" ამიყ­ვა­ნეს წამ­ყვა­ნად, მე და ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი ვი­ყა­ვით მი­ლან­ში, მა­კამ შეგ­ვი­ძი­ნა სა­ე­თე­რო სა­მო­სი. რო­გორც იცით, მა­კა მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს, სა­სა­ცი­ლო იქ­ნე­ბო­და ყო­ველ­დღე მას­თან იმის შე­თან­ხმე­ბა, რას ჩა­ვიც­ვამ­დით ეთერ­ში. მა­კას­თან დღემ­დე კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, ის სი­ლა­მა­ზის ეტა­ლო­ნია და ამას­თან, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი, კე­თი­ლი და ყუ­რადღ­ე­ბი­ა­ნი. "ფე­ის­ბუ­ქით" ხში­რად გვაქვს მი­მო­წე­რა.

- ბავ­შვის გაზ­რდა­ში ვინ გეხ­მა­რე­ბა?

- თა­ვი­სუ­ფალ დროს ყო­ველ­თვის გი­ოს­თან ერ­თად ვა­ტა­რებ. მყავს ძი­ძა, მეხ­მა­რე­ბი­ან დე­და­ჩე­მი და ჩე­მი დე­დამ­თი­ლიც. ჩემს შვილს ყუ­რადღ­ე­ბას არ ვაკ­ლებ. გიო ყო­ველ­დღე მა­ო­ცებს. 

- შე­ნი მე­უღ­ლე, ბე­ქა წივ­წი­ვა­ძე რო­გორ აფა­სებს შენს საქ­მი­ა­ნო­ბას?

- ბე­ქა ყვე­ლა­ფერ­ში ხელს მიწყ­ობს. Mმი­სი ცო­ლო­ბა ცალ­კე პრო­ფე­სი­ა­ა. რად­გან კა­ლათ­ბურ­თე­ლი­ა, მუდ­მი­ვად რე­ჟიმ­ში უწევს ყოფ­ნა, დრო­უ­ლად უნ­და და­ი­ძი­ნოს, ივარ­ჯი­შოს, ჯან­სა­ღად იცხ­ოვ­როს. ერ­თი დღეც რომ და­არ­ღვი­ოს, შე­იძ­ლე­ბა ორი კვი­რით და­ი­ხი­ოს უკან. ამი­ტომ მუდ­მი­ვად ხელს ვუწყ­ობ. ახ­ლა­ხან დაბ­რუნ­და უცხ­ო­ე­თი­დან, იქ შეკ­რე­ბა ჰქონ­დათ და უკ­ვე და­იწყო ვარ­ჯი­ში. ჯერ­ჯე­რო­ბით სა­მოგ­ზა­უ­როდ წას­ვლა­საც ვერ ვა­ხერ­ხებთ მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მო. 

- მო­დე­ლო­ბის ან სიმ­ღე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხომ არ გეგ­მავ რა­მე სი­ახ­ლეს?

- არა, ამ მხრივ არა­ფერს ვგეგ­მავ. თა­ვი ნამდვილ მომ­ღერ­ლად არ მი­მაჩ­ნი­ა, უბ­რა­ლოდ, მიყ­ვარს სიმ­ღე­რა, ჩე­მი ჰო­ბი­ა. სხვებ­საც თუ მოს­წონთ - სა­სი­ა­მოვ­ნო­ა. გა­და­ცე­მა მაძ­ლევ­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე მემ­ღე­რა პირ­და­პირ ეთერ­ში, მე­სი­ა­მოვ­ნე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვი­საც და სხვის­თვი­საც. ნი­ნო ცქი­ტიშ­ვი­ლის სა­ა­გენ­ტოს მო­დე­ლი ვარ, ნი­ნო მუდ­მი­ვად ცდი­ლობს, მის­მა მო­დე­ლებ­მა უცხ­ო­ურ სა­ა­გენ­ტო­ებ­თან და­დონ კონ­ტრაქ­ტი, სხვა მო­დე­ლე­ბის მო­ნა­ცე­მებ­თან ერ­თად ჩემს ფო­ტო­ებ­საც გზავ­ნის, ხში­რად მომ­დის მოწ­ვე­ვე­ბი, მაგ­რამ მოწ­ვე­ვა მოწ­ვე­ვად რჩე­ბა. გათხ­ო­ვი­ლი ქა­ლი ვარ, შვი­ლი მყავს და შე­უძ­ლე­ბე­ლია საზღ­ვარ­გა­რეთ წა­ვი­დე სა­მუ­შა­ოდ. უცხ­ო­ე­ლებს კი უკ­ვირთ, 21 წლისა გათხ­ო­ვი­ლი და შვი­ლი­ა­ნი რომ ვარ. 

- გუ­ლი არ გწყდე­ბა, ასეთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზე უა­რის თქმა რომ გი­წევს?

- ზოგ­ჯერ მწყდე­ბა გუ­ლი, რო­ცა კარ­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი­ა, მაგ­რამ ჩემ­თვის ოჯა­ხია პირ­ველ ად­გილ­ზე. ბო­ლოს ნი­უ­-ი­ორ­კი­დან მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი გო­გო­ნა ოც­ნე­ბობს ამ ქა­ლაქ­ში მოხ­ვდეს და იმუ­შა­ოს, მაგ­რამ ვერ წა­ვალ ამე­რი­კა­ში სა­მუ­შა­ოდ. ჩემს შვილ­თან ყოფ­ნა ყვე­ლა­ზე დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბაა ჩემ­თვის. ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე საქ­მის კარ­გად კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა, კარ­გი მო­დე­ლი, მომ­ღე­რა­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი ერ­თად ვერ იქ­ნე­ბი. 

- ქარ­თუ­ლი მო­დის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­კეთ­და?

- სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გა­მო შარ­შან მო­დის კვი­რე­უ­ლე­ბი არ ჩა­ტარ­და, ეს მო­დე­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო, დღეს­დღე­ო­ბით კი ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­ფა­სურ­და, ფო­ტო­გა­და­ღე­ბებ­შიც ძა­ლი­ან ცო­ტას იხ­დი­ან.

- რო­მე­ლი­მე თა­მა­მი კოს­ტი­უ­მის ჩაც­მა­ზე ან ფო­ტო­გა­და­ღე­ბა­ზე გით­ქვამს უა­რი?

- რო­ცა მო­დე­ლო­ბა და­ვიწყე და ახა­ლი სა­ხე ვი­ყა­ვი, უამ­რა­ვი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მქონ­და. იყო წი­ნა­და­დე­ბე­ბი, რო­მელ­ზეც უარს ვამ­ბობ­დი, რადგან ზედ­მე­ტი სი­შიშ­ვლის მომ­ხრე არ ვარ. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ გო­ი­მად ჩამ­თვა­ლოს, მაგ­რამ რა ვქნა, ვერ ვი­პო­ზი­ო­რებ კა­მე­რის წინ ზედ­მე­ტად თა­მა­მად. მო­დე­ლო­ბა რომ გა­მე­ხა­და მთა­ვარ პრო­ფე­სი­ად, შე­იძ­ლე­ბა დავ­თან­ხმე­ბო­დი მსგავს შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს.

ესაუბრა თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება