ვიტალი კლიჩკო - ნიკოლაი აზაროვის გადადგომა ნაბიჯია გამარჯვებისკენ

ვიტალი კლიჩკო - ნიკოლაი აზაროვის გადადგომა ნაბიჯია გამარჯვებისკენ

პარტია "უდარ"-ის ლიდერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, პრემიერი ნიკოლაი აზაროვი გადადგა იმის გამო, რომ "სახე შეინარჩუნოს". ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

როგორც კლიჩკომ აღნიშნა, დღეს, დღის წესრიგში დგას მთავრობის გადადგომის და პასუხისმგებლობის საკითხი და ეს უბრალოდ გადადგომა არ არის. "აზაროვმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სახე შეენარჩუნებინა", - აღნიშნა კლიჩკომ.

მისივე თქმით, ოპოზიცია უკვე რამდენიმე თვეა აცხადებს, რომ ის, რაც დღეს უკრაინის ქუჩებში ხდება, დღევანდელი მთავრობის მუშაობის შედეგია. "ეს გამარჯვება არ არის, ეს ნაბიჯია გამარჯვებისკენ", - განაცხადა კლიჩკომ აზაროვის განცხადების შეფასებისა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ, რომ არ დავუშვათ სისხლისღვრა. კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც სახელმწიფოში შეიქმნა, უკრაინის ეკონომიკას და სოციალურ განვითარებას ემუქრება, შეიცავს საფრთხეს სრულიად უკრაინული საზოგადოებისა და თითოეული მოქალაქისთვის", - ნათქვამია ნიკოლაი აზაროვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ნიკოლაი აზაროვი აღნიშნავს, რომ უკრაინაში არსებული დაპირისპირებისას ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ, რომ არ დავუშვათ სისხლისღვრა, ძალადობის ესკალაცია, ადამიანების უფლებების დარღვევა. ექსტრემალურ პირობებში ხელისუფლებამ უზრუნველყო ეკონომიკისა და სოციალური დაცვის სისტემა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური კომპრომისის დამატებითი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, უკრაინის პრეზიდენტს უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების თხოვნით მივმართო", - ნათქვამია ნიკოლაი აზაროვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა