კოკო გამსახურდია - გასაკვირია ის ხბოს აღტაცება, რომლითაც ქართველობა უყურებს "დიდებულ საუკუნეს"

კოკო გამსახურდია - გასაკვირია ის ხბოს აღტაცება, რომლითაც ქართველობა უყურებს "დიდებულ საუკუნეს"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოში თურქული ტელე-სერიალების ჩვენებას აპროტესტებს და წერს, რომ დიდი ქართველი მეფეების შესახებ გადაღებულ სერიალს თურქეთში არავინ აჩვენებდა.

"სულთანი სულეიმანის ეპოქა მართლაც გამორჩეულია ოსმალეთის ისტორიაში, ამიტომაც უწოდეს პოპულარულ სერიალს "დიდებული საუკუნე". თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არც სულეიმანი, არც ოთხ ზღვაზე გადაჭიმული იმპერიის სხვა მმართველები ცნობდნენ დამოუკიდებელ სამეფოს "საქართველოს" სახელით. მათთვის ეს ქვეყანა ხან თავიანთ ნაწილად მოიაზრებოდა, ხანაც მათი მტრის, ირანის ნაწილად. ისინი ერთმანეთს ხან სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ, ხანაც დაზავდებოდნენ ხოლმე და შუაზე გაიყოფდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს.

ამიტომაც გასაკვირია ის ხბოს აღტაცება, რომლითაც ჩვენი ქართველობა უყურებს ამ სერიალს. იგივე იქნებოდა მსგავსი განწყობით შეგვეხედა სერიალისთვის "ნიკოლოზ პირველი" - ყველაზე დიდხანს ტახტზე მყოფ რუსეთის იმპერატორზე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში მეფობდა. საფილმოდ გამოდგებოდა მაგალითად, მაიკო ორბელიანის ეპიზოდი - ეს ის ქალია, რომელიც საქართველოში ვიზიტით მყოფ იმპერატორს ქართველმა თავად-აზნაურობამ პირდაპირ საძინებელში მიჰგვარა.

წინადადება მაქვს ქართველებმაც გადავიღოთ სერიალები "დავით აღმაშენებელი", "ბაში-აჩუკი" და "სოლომონ პირველი". ვნახოთ, გაუშვებს თუ არა მათ რომელიმე თურქული ტელეარხი. ასევე მაინტერესებს მოუთმენლად დაელოდებიან თუ არა თურქი დიასახლისები და ახალგაზრდა ქალბატონები ყოველი ახალი სერიის დაწყებას", - წერს კონსტანტინე გამსახურდია.

თურქული სერიალი "დიდებული საუკუნე", ისევე როგორც სხვა მრავალი თურქული სერიალი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თურქულმა სერიალებმა ბრაზილიური, პორტუგალიური, ვენესუელური და არგენტინული სერიალები ჩაანაცვლა.

"მე, კრიმინალი და მოძალადე..." - როგორ ეხმაურება ფარულ აუდიოჩანაწერებში ნახსენები ამიკო ბერას ინტერვიუს

"ძალიან ამორალური და დაბალი დონე...ისედაც ბოლო ჟამისკენ მივდივართ..." - რას წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ბერასთან დაკავშირებულ კომენტარებზე

"ვინ იფიქრებს იმ მღვდლებზე, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩნენ... არც ჯვრისწერები ტარდება, არც ნათლობებზე იკლავენ თავს" - რას წერს პეტრე კოლხი?