ვიქტორ იანუკოვიჩმა პრემიერის და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის განკარგულებას ხელი მოაწერა

ვიქტორ იანუკოვიჩმა პრემიერის და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის განკარგულებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი აზაროვის და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის განკარგულებას ხელი მოაწერა.

როგორც უკრაინული მედია წერს, შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განკარგულების შესაბამისად, გათავისუფლებულ მინისტრთა კაბინეტს დაევალა გააგრძელოს მოვალეობის შესრულება ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებამდე.

ნიკოლაი აზაროვმა გადადგომის თაობაზე განცხადება დღეს გააკეთა.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ, რომ არ დავუშვათ სისხლისღვრა, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

"კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც სახელმწიფოში შეიქმნა, უკრაინის ეკონომიკას და სოციალურ განვითარებას ემუქრება, შეიცავს საფრთხეს სრულიად უკრაინული საზოგადოებისა და თითოეული მოქალაქისთვის", - ნათქვამია ნიკოლაი აზაროვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ნიკოლაი აზაროვი აღნიშნავს, რომ უკრაინაში არსებული დაპირისპირებისას ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ, რომ არ დავუშვათ სისხლისღვრა, ძალადობის ესკალაცია, ადამიანების უფლებების დარღვევა. ექსტრემალურ პირობებში ხელისუფლებამ უზრუნველყო ეკონომიკისა და სოციალური დაცვის სისტემა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური კომპრომისის დამატებითი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, უკრაინის პრეზიდენტს უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების თხოვნით მივმართო", - ნათქვამია ნიკოლაი აზაროვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა