თამუნა მუსერიძე: "ხალხს ჩემგან და აჩისგან ახალი სიურპრიზი ელოდება"

თამუნა მუსერიძე: "ხალხს ჩემგან და აჩისგან ახალი სიურპრიზი ელოდება"

ტელერადიოწამყვანმა თამუნა მუსერიძემ მას მერე, რაც "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ყოფილ მეუღლესთან, აჩი ფურცელაძესთან ''ჩახუტების'' ახალი ფოტოები განათავსა, თავს საზოგადოების "რისხვა" დაიტეხა, რამაც თამუნა როგორც თვითონ ამბობს, გააოგნა.

Ambebi.ge თამუნა მუსერიძეს დაუკავშირდა.

- ვერ ვხდვები, რატომ ატყდა ასეთი ამბავი და რატომ გახდა ყველას გასარჩევი ეს საკითხი? ადამიანი მოსკოვიდან წელიწადში ორჯერ ჩამოდის და ყოველთვის ვნახულობ, კონტაქტი გვაქვს. მაინცდამაინც ახლა ატყდა ეს აურზაური. ეს ფოტო ჩემმა ოპერატორმა გადაგვიღო, მეც ავდექი და დავდე "ფეისბუქზე"... აჩი რაც ჩამოვიდა, უკვე ერთად მიწვეულები ვიყავით ტელევიზიაში, რადიოშიც...

- ალბათ, საკმაო დრო გავიდა თქვენი განქორწინებიდან და ხალხს დაავიწყდა, წარსულში მეუღლეები რომ იყავით და ერთმანეთს ცივილურად რომ დაშორდით...

- შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ ამა თუ იმ საიტზე დევს ეს ფოტო და არის გარჩევა-განხილვა: წერენ კომენტარებს, თუ ასე უყვარდა და შემოხტომა უნდოდა, რაღას შორდებოდაო და რაღაც ასეთები... ჯერ ერთი, ვისი რა საქმეა, აჩის ჩავეხუტები თუ არა? უკაცრავად და მას ყოველ წელს ვხდებოდი, რომ ჩამოდიოდა და დაახლოებით ანალოგიური ფოტოები მაქვს გადაღებული... ახლა დიდი ხანი არ მყავდა ნანახი, მისი ნახვა ძალიან გამიხარდა და ასე გამოვხატე. მგონი, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ჩემს მეგობარს ჩავეხუტე. მაგრამ ის, რომ წარსულში მეუღლეები ვიყავით, ეს მეორეხარისხოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანია უკვე. ჩვენ ერთმანეთს როგორც ცოლ-ქმარი, ისე აღარ ვუყურებთ...

- როგორც ვიცი, რადიოში, შენს გადაცემაშიც გყავდა სტუმრად, საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემაშიც მიიწვიე. რა ინფორმაცია გაქვს, თბილისში კონცერტსაც ხომ არ გამართავს?

- კი, ყველგან ვიყავით ერთად და შაბათს კონცერტის გამართვასაც აპირებს, რაშიც ვეხმარები. ამჟამად ყველაფერი რაღაც ასე დაემთხვა...  ვინაიდან ამ დღეებში სისტემატურად მიწევს აჩის ნახვა, პრობლემები პირად ცხოვრებაშიც შემექმნა.

- სავარაუდოდ, შენს მეგობარ მამკაცთან?

- ხალხისგან კი გამიკვირდა ასეთი მძაფრი რეაქციები, რაზეც უკვე ვილაპარაკე, მაგრამ ყველაზე მეტად მისმა რეაქციამ გამაოცა, რადგანაც ყველამ იცის ჩვენი დამოკიდებულება თუ როგორი ურთიერთგაგება გვაქვს.

ამ ერთი პატარა ფოტოსგან შეიქმნა სკანდალი. რატომ არის ხალხი ასე უარყოფითად განწყობილი? როგორც ყოფილ მეუღლეებს ერთმანეთი რომ გაგველანძღა, არც ეს მოეწონებოდათ. კარგი ურთიერთობა გვაქვს და არც ეს მოსწონთ. პირიქით, ჩვენი ასეთი დამოკიდებულება სამაგალითო უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც შორდებიან... მაპატიოს ყველამ, მაგრამ ჩვენ საზოგადოებას კიდევ ერთ სიურპრიზს ვუმზადებთ და ნუ გაუკვირდებათ.

- სიურპრიზს შენგან და აჩისგან უნდა ველოდოთ?

- კი, ჩემგან და აჩისგან მაყურებელს და მსმენელს ორ კვირაში ახალი სიურპრიზი ელის. წესით, ყველას უნდა მოეწონოს. მით უფრო, რომ ის ჩემგან უფრო მოულოდნელი იქნება... ცოტა ძველი თემა კია, მაგრამ ახლებურად შევფუთავთ...

- აჩის დღეს მოსკოვში, ემიგრაციაში უწევს ცხოვრება. როგორ ფიქრობ, შეიცვალა?

- არა, რა თქმა უნდა, ისეთივეა, როგორიც იყო. ცოტა სევდიანია იმის გამო, რომ ხშირად არ უწევს საქართველოში ყოფნა, რადგანაც აქაურობა ძალიან უყვარს. მან რუსულ შოუბიზნესში თავის ადგილი დაიკავა, კარგად გრძნობს თავს. პოპულარულია, იწვევენ მთავარ არხებზე, მთავარ გასართობ გადაცემებში. როდესაც აქ ჩამოდის და შოუბზნესში "ანარქია" ხვდება, გაოცებულია. მგონი, არც ერთ მომღერალს არ ეწყინება, თუ ვიტყვი, რომ დღეს მართლა ძალიან ცუდი სიტუაციაა კონცერტებისა და ჰონორარების მხრივ. გული სტკივა ამ სიტუაციაზე, რაც საქართველოში ხდება.

- თამუნა, თქვენზე აჩის ცოლმაც ხომ არ იეჭვიანა?

- არა, რა თქმა უნდა, ვიცნობ იმ გოგოს, შარშან ჰყავდა ჩამოყვანილი, სანამ ცოლად მოიყვანდა და მაშინ გავიცანი. ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

ლალი ფაცია

სპეციალურად Ambebi.ge-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება