ლეონარდო დიკაპრიოს ძმა დააპატიმრეს

ლეონარდო დიკაპრიოს ძმა დააპატიმრეს

ჰოლივუდის ვარსკვლავის, ლეონარდო დიკაპრიოს ნახევარძმა, მსახიობი ადამ ფერერი აშშ-ს შტატ ტეხასში ნარკოტიკების გამო დააპატიმრეს.

როგორც Radaronline წერს, დიკაპრიოს უფროსი ძმა ადამი "ძლიერმოქმედი ნარკოტიკის ფლობასა და ქურდობაშია" ბრალდებული. ვიდრე ადამს დააკავებდნენ, პოლიციელებმა მისი საყვარელი დააკავეს.

ადამსა და ლეონარდოს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ; მათ ხშირად ხედავდნენ კალათბურთის მატჩებსა და სხვადასხვა წვეულებებზე. ამასთან, ცნობილია, რომ სწორედ ადამის წყალობით მოხვდა ლეონარდო კინოინდუსტრიაში. როდესაც უფროს ძმას სატელევიზიო შოუებსა და რეკლამებში იღებდნენ, დიკაპრიო ამ ბიზნესით დაინტერესდა და ძმის კვალს გაყვა.

როგორც დიკაპრიოს მეგობრები ამბობენ, მსახიობსა და მის ნახევარძმას ურთიერთობა რამდენიმე წელია აღარ აქვთ.

მომზადებულია radaronline.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება