გრუშევსკის ქუჩაზე დაჭრილი აქტივისტი საავადმყოფოში გარდაიცვალა

გრუშევსკის ქუჩაზე დაჭრილი აქტივისტი საავადმყოფოში გარდაიცვალა

გრუშევსკის ქუჩაზე დაჭრილი აქტივისტი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოში წუხელ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ორი აქტივისტი მიიყვანეს. აქედან ერთი შუახნის მამაკაცი იყო, მეორე ახალგაზრდა ბიჭი. არსებული ინფორმაციით, სწორედ ახალგაზრდა ბიჭია დაღუპული.

რა ვითარებაში დაიჭრნენ ოპოზიციის აქტივისტები, ამაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ინფორმაციას უარყოფენ. უწყებაში ირწმუნებიან, რომ წუხელ საავადმყოფოში არც ერთი დაჭრილი აქტივისტი არ შეუყვანიათ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა