უკრაინის პრეზიდენტს მწვავე რესპირატორული დაავადება აქვს

უკრაინის პრეზიდენტს მწვავე რესპირატორული დაავადება აქვს

უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი ავად გახდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი , იანუკოვიჩს მწვავე რესპირატორული დაავადება აქვს და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

მათივე ინფორმაციით, ავადმყოფობასთან დაკავშირებით იანუკოვიჩმა შვებულება აიღო.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ვიქტორ იანუკოვიჩი უმაღლესი რადას შენობაში ორჯერ მივიდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, პრეზიდენტმა დეპუტატებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მათთან პირდაპირ საავადმყოფოდან მივიდა.

"მე მქონდა სისხლდენა და დაყენებული მქონდა წვეთოვანი. თუმცა, რომ დავინახე ის, რაც აქ ხდებოდა, წამოვედი თქვენგან", - ციტირებენ უკრაინელი დეპუტატები პრეზიდენტს.

გუშინ უკრაინის რადა ამნისტიის პროექტს განიხილავდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა