აშშ-ის მეორე ლედიმ ხელი მოიტეხა

აშშ-ის მეორე ლედიმ ხელი მოიტეხა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მეუღლე ჯილმა ხელი მოიტეხა. თაბაშირი ჯილ ბაიდენის მარცხენა ხელზე ჟურნალისტებმა მაშინ შეამჩნიეს, როცა ის კონგრესში მივიდა.

ვიცე-პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ჯილ ბაიდენმა ხელი გასულ კვირაში დაიზიანა. მეორე ლედიმ იდაყვი დაცემისას მოიტეხა. ინციდენტის დეტალები უცნობია. ასევე უცნობია, რამდენად სერიოზულია მოტეხილობა, მაგრამ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ თაბაშირს ჯილ ბაიდენს ექვს კვირაში მოხსნიან.

ჯილ ბაიდენი აშშ-ის მეორე ლედი 2009 წლის იანვარში გახდა, როდესაც მისმა მეუღლემ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

როგორც თეთრი სახლის საიტზეა ნათქვამი, 62 წლის ჯილ ბაიდენი ინგლისურ ენას ვირჯინიის შტატში, ერთ-ერთ კოლეჯში ასწავლის. განათლების სფეროში იგი 30 წელზე მეტია მუშაობს.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა