ტორონტოს პოლიციამ ჯასტინ ბიბერს ბრალი წაუყენა

ტორონტოს პოლიციამ ჯასტინ ბიბერს ბრალი წაუყენა

ტორონტოს პოლიციამ პოპ-მომღერალ ჯასტინ ბიბერს ლიმუზინის მძღოლზე თავდასხმის საქმეზე ბრალი წაუყენა. სასამართლოს წინასწარი მოსმენა 10 მარტს დაინიშნა.

29 იანვარს ღამით ბიბერი ტორონტოს პოლიციაში ნებაყოფლობით მივიდა. პოპ-მომღერალი ბრალდებულია იმაში, რომ 2013 წლის 29 დეკემბერს ჰოკეის სტადიონ Air Canada Center-თან ახლოს კამათის დროს ლიმუზინის მძღოლს ზურგსა და თავში რამდენჯერმე ჩაარტყა. ამ დღეს ბიბერი კლუბ NHL Toronto Maple Leafs-ის მატჩს ესწრებოდა, რომელიც ამ სტადიონზე გაიმართა.

რამდენიმე დღის წინ სამართალდამცავმა ორგანოებმა ბიბერს ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის ბრალი წაუყენეს. ამ საქმეზე ბიბერი სასამართლოში 16 თებერვალსაა დაბარებული.

გარდა ამისა, ბიბერს ქონების დაზიანების საქმეზეც ემუქრება ბრალდება - პოპ მომღერალმა ლოს-ანჯელსეში მისი მეზობლის სახლს კვერცხები ესროლა. ამ საქმის გამოძიების ფარგლებში, 20 იანვარს პოლიციამ ბიბერის სახლი გაჩხრიკა, რომლის დროსაც ნარკოტიკები აღმოაჩინა.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება